დავით ხოჭოლავა: გერმანიაში ყველა შემთხვევაში მოსაგებად ვიბრძოლებთ

AutoSharing Option
ფრანკფურტის "აინტრახტთან" ევროპა ლიგის 1/16-ფინალური მატჩის შემდეგ, რომელიც ფრედ, 2:2 დასრულდა, დონეცკის "შახტარის" ქართველმა მცველმა დავით ხოჭოლავამ განვლილი შეხვედრა შეაფასა.

"მათ ხასიათი გამოავლინეს და დადებითი შედეგი მიიღეს. რა თქმა უნდა, მოედანზე მოსაგებად გავედით, მაგრამ ყველა პარამეტრის გათვალისწინებით, ფრე ნორმალური შედეგია. ცვლილებებით, რომლებიც მწვრთნელებმა გააკეთეს, გამოჩნდა, რომ ორივეს გამარჯვება სურდა. მეტოქე ფიზიკურად ძალიან კარგად იყო მომზადებული: ყველა დარბოდა, მუშაობდა. გაფუჭებული მომენტების და მცირე შეცდომების გამო გამარჯვებას ვერ მივაღწიეთ. ამ ეპიზოდებს უნდა გადავხედოთ, გამოვასწოროთ და იგივე შეცდომები აღარ დავუშვათ. გერმანიაში ყველა შემთხვევაში
მოსაგებად ვიბრძოლებთ, რადგან მთავარი მიზანი წინსვლაა" - განაცხადა დავით ხოჭოლავამ მატჩის შემდეგ.

საპასუხო მატჩი ერთ კვირაში, 21 თებერვალს ფრანკფურტში გაიმართება.

altევროპა ლიგა. 1/16-ფინალი: ხარაბაძის "ციურიხი" უშანსოდ, ხოჭოლავას "შახტარს" კი შანსი დარჩა [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 4 /
ბაბუ თუ ხარ შვვილიშვილებს მოუარე და ასწავლე,რომ ტყუილების წერა არ შეიძლება,ცუდი საქმეა ბაბული;)
ვალერი
10:26 16-02-2019
2
მუდმივად თვალს ვადევნებ ხოჭოლავას თამაშებს და მართალი გითხრათ დიდ შთაბეჭდილებას არ ტოვებს. შახტარის დაცვა გუნდის ყველაზე სუსტი ადგილია და დავითიც მისი ერთერთი სუსტი წერტილი. დღესდღეობით ნაკრებში დვალიც აჯობებს და ტაბიძეც, კაშიასა და კვირკველიაზე რომ არაფერი ვთქვათ. ისეთი შთაბეჭდილება რჩება მისი თამაშის შემხედვარეს, რომ ორთაბრძოლებში შესვლის სურვილი არა აქვს. თან მისი სიმაღლის მქონე ამდენ საჰაერო ორთაბრძოლას არ უნდა აგებდეს.
emigranti
16:32 15-02-2019
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული