გურამ კაშიას თქმით, მას ჰოლანდიაში გადასვლამდე ტატუები არასდროს მოსწონდა, თუმცა, როცა თანაგუნდელების სხეულზე იხილა, სურვილი თვითონაც გაუჩნდა.
მას არაერთი ტატუ აქვს, ბოლო მათგანი კი ჯონ ლენონის გამოსახულებაა. ცნობილი მუსიკოსის პორტრეტი მამის საპატივცემულოდ დაიხატა, რომელიც რამდენიმე თვის წინ გარდაიცვალა და ლენონის გულშემატკივარი იყო.
თვალი, რომელიც მის ხელზეა გამოსახული, გურამის თქმით მისი დედის თვალის იდენტურია. ამ ტატუს გამო, მას აქვს განცდა, რომ დედა ყოველთვის მასთან ერთად არის და ყველა მის ნაბიჯს ხედავს.
გურამს სხეულზე საკუთარი სათამაშო ნომერიც (37) აქვს გამოსახული. მისი თქმით 3-იანი - მისი მეუღლის საყვარელი ციფრია, 7-იანი კი დევიდ ბექჰემის გამო მოსწონს. ამიტომ თამაშობს 37-ნომრიანი მაისურით და ის ხელზეც აქვს გამოსახული.
ქართველი სპორტსმენები სოცქსელებში: ამერიკაშია, კარგად არის...