ოჯახი, რთული პერიოდი - MLS-ის გვერდმა გურამ კაშიას და მის ტატუებს სიუჟეტი მიუძღვნა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
MLS-ის ვებგვერდმა "სან ხოსეს" მცველის, გურამ კაშიას შესახებ სიუჟეტი მოამზადა, სადაც საქართველოს ნაკრების კაპიტანი საკუთარი ტატუების შესახებ საუბრობს.

გურამ კაშიას თქმით, მას ჰოლანდიაში გადასვლამდე ტატუები არასდროს მოსწონდა, თუმცა, როცა თანაგუნდელების სხეულზე იხილა, სურვილი თვითონაც გაუჩნდა.

მას არაერთი ტატუ აქვს, ბოლო მათგანი კი ჯონ ლენონის გამოსახულებაა. ცნობილი მუსიკოსის პორტრეტი მამის საპატივცემულოდ დაიხატა, რომელიც რამდენიმე თვის წინ გარდაიცვალა და ლენონის გულშემატკივარი იყო.

თვალი, რომელიც მის ხელზეა გამოსახული, გურამის თქმით მისი დედის თვალის იდენტურია. ამ ტატუს გამო, მას აქვს განცდა, რომ დედა ყოველთვის
მასთან ერთად არის და ყველა მის ნაბიჯს ხედავს.

გურამს სხეულზე საკუთარი სათამაშო ნომერიც (37) აქვს გამოსახული. მისი თქმით 3-იანი - მისი მეუღლის საყვარელი ციფრია, 7-იანი კი დევიდ ბექჰემის გამო მოსწონს. ამიტომ თამაშობს 37-ნომრიანი მაისურით და ის ხელზეც აქვს გამოსახული.

altქართველი სპორტსმენები სოცქსელებში: ამერიკაშია, კარგად არის...

ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 3 /
ლენონის გულშემატკივრობა რაღაა ერთი. ლენონი რომ მოკლეს და მის შემდეგ გული სტკიოდა კაცს? თუ ლენონს დაუდგამს თავისი სიკვდილი და მას მერე თურმე ფეხბურთს თამაშობდა ჩუმად? მუსიკოსის გულშემატკივრობა ნამდვილად არ გამიგია. ვავ ცხაკაია! კიდო კარგი ბალელშიკი არ დაწერე ან ფანი
niko
09:18 16-02-2019
2
და უეფა-ს პრიზი არ დაიხატა?
llcl
19:09 15-02-2019
11

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული