დღეს, 16 თებერვალს ბელგიის ჩემპიონატის 26-ე ტურში "გენტი" გასვლაზე "ბევერენს" ხვდება. სტუმართა გუნდის მწვრთნელმა იეს ტორუპმა განაცხადში თავდამსხმელი გიორგი ქვილითაია შეიყვანა.
ქვილითაია გასულ ტურში "მუსკრონთან" შეხვედრაში (1:2) მე-60 წუთზე შევიდა შეცვლაზე, 12 თებერვალს კი დუბლებში "ბრიუგეს" წინააღმდეგ ითამაშა და გოლიც გაიტანა.
რაც შეეხება ჩაკვეტაძეს, მართალია გუნდთან ერთად სრული დატვირთვით ვარჯიშობს, მაგრამ "ბევერენთან" მატჩს გამოტოვებს და მომავალ ტურში ათამაშებენ - 22 თებერვალს "სტანდარდთან".
გიორგი ქვილითაიამ "გენტის" დუბლშემადგენლობაში ითამაშა და გოლი გაიტანა [VIDEO]