16 თებერვალს, ბელგიის ჩემპიონატის 26-ე ტურში "გენტი" გასვლაზე 1:2 დამარცხდა "ბევერენთან".
ამ მატჩში სტუმართა გუნდის განაცხადში არ ყოფილა ნახევარმცველი გიორგი ჩაკვეტაძე, რომელიც სავარაუდოდ მომავალ ტურში ითამაშებს, თავდამსხმელი გიორგი ქვილითაია კი მწვრთნელმა იეს ტორუპმა 76-ე წუთზე შეუშვა შეცვლაზე და მან კომპენსირებულ დროში თავურით გაიტანა გოლი. სხვათა შორის, მას საგოლე გადაცემა ასევე შეცვლაზე შესულმა მამადუ დომპემ გაუკეთა.
ქვილითაიამ მიუხედავად იმისა, რომ იშვიათად ათამაშებენ, პირველობის 5 შეხვედრაში 3-ჯერ დალაშქრა მეტოქეთა კარი.
"გენტი" 38 ქულით მე-7 ადგილზეა და 22 თებერვლს "სტანდარდს" უმასპინძლებს.
ბევერენი. "ფრეეტჰეილსტადიონი"
ბევერენი - გენტი 2:1
გოლები: 1:0 გაუფრიეზი (37), 2:0 ფორტე (84, პენ), 2:1 ქვილითაია (90+2)
გაძევება: გაუფრიეზი (86)