გიორგი ქვილითაიას გოლმა "გენტი" წაგებისგან ვერ იხსნა - თითქმის არ ათამაშებენ და მაინც გააქვს [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
16 თებერვალს, ბელგიის ჩემპიონატის 26-ე ტურში "გენტი" გასვლაზე 1:2 დამარცხდა "ბევერენთან".

ამ მატჩში სტუმართა გუნდის განაცხადში არ ყოფილა ნახევარმცველი გიორგი ჩაკვეტაძე, რომელიც სავარაუდოდ მომავალ ტურში ითამაშებს, თავდამსხმელი გიორგი ქვილითაია კი მწვრთნელმა იეს ტორუპმა 76-ე წუთზე შეუშვა შეცვლაზე და მან კომპენსირებულ დროში თავურით გაიტანა გოლი. სხვათა შორის, მას საგოლე გადაცემა ასევე შეცვლაზე შესულმა მამადუ დომპემ გაუკეთა.

ქვილითაიამ მიუხედავად იმისა, რომ იშვიათად ათამაშებენ, პირველობის 5 შეხვედრაში 3-ჯერ დალაშქრა მეტოქეთა კარი.

"გენტი" 38 ქულით მე-7 ადგილზეა და 22 თებერვლს "სტანდარდს" უმასპინძლებს.

ბევერენი. "ფრეეტჰეილსტადიონი"
ბევერენი
- გენტი 2:1
გოლები: 1:0 გაუფრიეზი (37), 2:0 ფორტე (84, პენ), 2:1 ქვილითაია (90+2)
გაძევება: გაუფრიეზი (86)
მკითხველის კომენტარები / 5 /
ერთხელ დავწერე აქ ეს მწვრთნელი არა კარგი მწვრთნელითქო და დამცინეს. არა ამ კაცის საქმე მწვრთნელობა. გიო გაიხარე და წარმატებები
გოგა
16:38 17-02-2019
0
ყოჩაღ გიორგი.ეს მწვრთნელი ცოტა ხომ არ ....წარმატებები შენ არ გატყდე მიაწექი ბოლომდე!
კახა ქირია
15:46 17-02-2019
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული