გიორგი პაპუნაშვილი ბრუნდება - ქართველი "ოსასუნასთან" ითამაშებს

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრების ნახევარმცველი გიორგი პაპუნაშვილი მოედანს უბრუნდება, ის "ოსასუნასთან" მატჩში ითამაშებს - ამის შესახებ ესპანური გამოცემა AS-ი იუწყება.

"პაპუს დაბრუნება ვიქტორ ფერნანდესისთვის შესანიშნავი ამბავია. მთავარი მწვრთნელი მას "სარაგოსასთვის" უმნიშვნელოვანეს ფეხბურთელად განიხილავს. ქართველ მოთამაშეს ტრავმებით სავსე სეზონი აქვს და კოჭის დაზიანების გამო რამდენიმე შეხვედრა დაბრუნების შემდეგაც გამოტოვა. "ოსასუნასთან" მატჩში ის ძირითად შემადგენლობაში არ იქნება, თუმცა მეორე ტაიმში დრო მიეცემა", - ვკითხულობთ AS-ზე.

მიმდინარე სეზონში პაპუნაშვილმა ლა ლიგა 2-ის 9 მატჩში მიიღო მონაწილეობა, სადაც 1 გოლი გაიტანა.

"სარაგოსას" და "ოსასუნას" მატჩი 23
თებერვალს გაიმართება.

alt"გიორგი პაპუნაშვილის უცნაური ამბავი გრძელდება" - ქართველი კვლავ ტრავმირებულია

მკითხველის კომენტარები / 6 /
ეგრე რა პაპუ. არ გვაწყობს შენი ტრანვები.
giga
11:50 19-02-2019
5
კიდევ კარგი. მოახლოვდა შვეიცარიასთან მატჩი და ქართველებმა ზოგმა გუნდი დაკარგა და ზოგმა ჯანმრთელობა. რა უბედურებაა.
ჰაჰა
14:14 19-02-2019
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული