"ძალიან ბედნიერი ვარ" - შოთა არველაძის "ფახთაქორი" აზიის ჩემპიონთა ლიგაზე გავიდა

AutoSharing Option
შოთა არველაძის გაწვრთნილი ტაშკენტის "ფახთაქორი" აზიის ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე გავიდა.

ქართველი სპეციალისტის გუნდმა პლეი-ოფში "ალ ნასრი" 2:1 დაამარცხა და ჯგუფურ ეტაპზე 2016 წლის შემდეგ პირველად იასპარეზებს.

"ამ დიდი გამარჯვებით ძალიან ბედნიერი ვარ. ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე მოხვედრა ჩვენი მიზანი იყო. დიდი მადლობა ყველა გულშემატკივარს, ფეხბურთელებს, მთელ გუნდს." - განაცხადა მატჩის შემდეგ შოთა არველაძემ.

"ფახთაქორის" მეტოქეები ირანული "პერსეპოლისი", ყატარული "ალ სადი" და არაბული "ალ აჰლი" იქნებიან.

"ალ სადის" ღირსებას ლეგენდარული ესპანელი ნახევარმცველი ხავი ერნანდესი იცავს.

-31/03/arveronaldo.png" border="0" alt="alt" title="შოთა არველაძის "ფახთაქორი" აზიის ჩემპიონთა ლიგაზეა" style="height: 50px; width: 50px;" />"ზედმეტად ბევრი გოლი ერთი ფოტოსთვის" - შოთა არველაძე კრიშტიანო რონალდოს შეხვდა
მკითხველის კომენტარები / 4 /
არაბული გუნდი კონკრეტულად რომელი ქვეყნიდანაა, არაბეთში 40 ქვეყანაა.
Status quo
18:03 20-02-2019
0
ყოჩაღ შოთი, გილოცავ და წარმატებებს გისურვებ!
Geo_Dinamo
17:08 20-02-2019
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული