"წიტაიშვილი "იუვენტუსის" მცველებისთვის განსაკუთრებით საშიში იყო" - როგორ ეხმაურებიან ქართველის კარგ თამაშს

AutoSharing Option
ახალგაზრდულ ჩემპიონთა ლიგაზე გიორგი წიტაიშვილის კიევის "დინამომ" "იუვენტუსის" ასაკობრივი გუნდი 3:0 დაამარცხა და მერვედფინალში გავიდა.

აღნიშნულ მატჩში უკრაინელთა რიგებში ერთ-ერთი გამორჩეული იყო 18 წლის ქართველი ფეხბურთელი.

გამოცემა goldtalant.com.ua წიტაიშვილის შესახებაც წერს:

"გატანილი გოლების მიუხედავად, "დინამო" დაცვაში არ ჩამჯდარა, შეტევა გააგრძელა. გიორგი წიტაიშვილი კი მეტოქის მცველებისთვის განსაკუთრებით საშიში იყო - იტალიური გუნდის დაცვა მას ვერ უმკლავდებოდა, თუმცა ახალგაზრდა შემტევს არ გაუმართლა" - წერს goldtalant-ი.

ახალგაზრდული ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალური ეტაპის კენჭისყრა ხვალ, 22 თებერვალს გაიმართება.

altU19. "დინამო" (კ) - "იუვენტუსი" - წიტაიშვილს

ლორიამ გოლი არ გაატანინა
მკითხველის კომენტარები / 2 /
წარმატებები გიორგის,რა უნდა გთხოვოდ თუ გახსოვთ ფოცხვერია ქართველი უკრაინიდან,ბიჭმა რა გადაიტანა,რომ საქართველოს ნაკრებში ეთამაშა მერე დაშავდა და მორჩა,სად არის რას შვება შეგიძლიათ გააკეთოდ სტატია
გოჩა
14:10 21-02-2019
0
დროულად უნდა გამოიძახონ ნაკრებში და ათამაშონ თორე უკრაინელები ამას იოლად არ დათმობენ.
ტოტტი
10:44 21-02-2019
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული