აღნიშნულ მატჩში უკრაინელთა რიგებში ერთ-ერთი გამორჩეული იყო 18 წლის ქართველი ფეხბურთელი.
გამოცემა goldtalant.com.ua წიტაიშვილის შესახებაც წერს:
"გატანილი გოლების მიუხედავად, "დინამო" დაცვაში არ ჩამჯდარა, შეტევა გააგრძელა. გიორგი წიტაიშვილი კი მეტოქის მცველებისთვის განსაკუთრებით საშიში იყო - იტალიური გუნდის დაცვა მას ვერ უმკლავდებოდა, თუმცა ახალგაზრდა შემტევს არ გაუმართლა" - წერს goldtalant-ი.
ახალგაზრდული ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალური ეტაპის კენჭისყრა ხვალ, 22 თებერვალს გაიმართება.
U19. "დინამო" (კ) - "იუვენტუსი" - წიტაიშვილს ლორიამ გოლი არ გაატანინა