ქართული ფეხბურთი

ლეგიონერები

იტალიური მედია გიორგი ჩაკვეტაძის მომავალს სერია A-ს კიდევ ერთ კლუბს უკავშირებს

AutoSharing Option
იტალიური mediaset.it-ი იუწყება, რომ სერია A-ს წარმომადგენელი გენუის "სამპდორია" საქართველოს ნაკრების ნახევარმცველით, გიორგი ჩაკვეტაძით ინტერესდება.

"სამპდორიას" სიაში ახალი სახელია. ეს "გენტის" ქართველი ფლეიმეიქერი გიორგი ჩაკვეტაძეა" - წერს გამოცემა.

გენუური კლუბი სერია A-ს პირველი წარმომადგენელი არ არის, რომლის ინტერესის შესახებაც პრესაში იწერება. ზამთრის სატრანსფერო ფანჯრისას გიორგი ჩაკვეტაძეს რომის "ლაციოს" და "რომას" უკავშირებდნენ.

მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირზე 19 წლის ქართველმა 24 შეხვედრა გამართა და 5 გოლითა და 8 საგოლე გადაცემით გამოიჩინა თავი.

გიორგი ჩაკვეტაძეს ტრავმის გამო რამდენიმე კვირა გაუცდა, თუმცა, გავრცელებული ინფორმაციით,
მომავალ ტურში მოედანს უნდა დაუბრუნდეს.

altგიორგი ქვილითაია "ბევერენთან" მატჩის განაცხადშია, გიორგი ჩაკვეტაძე "სტანდარდთან" ითამაშებს

ასევე დაგაინტერესებთ