ჯანო ანანიძემ შეკრება დაასრულა და ხვალ "ლოკომოტივთან" ითამაშებს

AutoSharing Option
ჯანო ანანიძის "კრილია" სოვეტოვმა თურქული შეკრება დაასრულა და მოსკოვში ჩაფრინდა, სადაც ხვალ რუსეთის ჩემპიონატის მე-18 ტურში "ლოკომოტივს" შეხვდება.

სამარული გუნდი 17 ქულით მე-13 ადგილზეა (1 მატჩით ნაკლები აქვს ჩატარებული) და პრემიერლიგაში ადგილის შესანარჩუნებლად იბრძვის.

ეს "კრილიაში" ანანიძის პირველი ოფიციალური თამაში იქნება, სადაც "სპარტაკიდანაა" განათხოვრებული.

"ლოკოში" ორი ქართველი ასპარეზობს: მცველი საბა კვირკველია და თავდამსხმელი ხვიჩა კვარაცხელია, რომელიც რკინიგზულ გუნდს იანვარში შეუერთდა.

მატჩი თბილისის დროით 17:30 საათზე დაიწყება.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული