გიორგი ჩაკვეტაძეს გასაყიდად ამზადებენ და თვალისჩინივით უფრთხილდებიან

AutoSharing Option
3 მარტს, ბელგიის ჩემპიონატის 28-ე ტურში, "ვარეგემთან" გასვლით მატჩშიც არ მიიღებს მონაწილეობას "გენტის" 19 წლის ნახევარმცველი გიორგი ჩაკვეტაძე, რომელსაც 30 იანვრის შემდეგ არ უთამაშია.

გუნდის მწვრთნელმა იეს ტორუპმა აღნიშნა, რომ ჩაკვეტაძეს მუხლი არ აწუხებს, მალე გუნდთან ერთად ვარჯიშს დაიწყებს, მაგრამ ხვალ არ ათამაშებს.

აშკარაა, მას თვალისჩინივით უფრთხილდებიან, რადგან უნდათ ჩემპიონატის დასკვნით ნაწილში გუნდს დაეხმაროს და შემდეგ სარფიანად გაყიდონ.

რაც შეეხება თავდამსხმელ გიორგი ქვილითაიას, განაცხადში იქნება, მაგრამ მიუხედავად იმისა, რომ პირველ გუნდშიც გაიტანა გოლი და დუბლებში დუბლი შეასრულა, სავარაუდოდ შეცვლაზე შეუშვებენ,
ვინაიდან ტორუპი უპირატესობას თავის ყოფილ და ამჟამინდელ შეგირდზე ალეკსანდერ სიორლოტზე და უკრაინელ რომან იარემჩუკზე აკეთებს.

მკითხველის კომენტარები / 3 /
ჯვარედინი იოგები საოპერაციოა, ისე სულ გაიტანჯება. ევროპაშია და რა პრობლემაა მაგის გაკეთება. გაიკეთოს და დაისვენებს.
ვასო
16:55 04-03-2019
0
ოქრიაშვილზე არ არის არაფერი ახალი ინფორმაცია? დიდი ხანია არაფერი დაგიწერიათ მასზე იპოვა ახალი კლუბი თუ დასრულა კარიერაა?
გიორგი
20:00 02-03-2019
1
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული