გიორგი წიტაიშვილი "ჩელსისთან" მატჩის წინ: მზად ვარ, ვნახოთ, რას გადაწყვეტს მწვრთნელი

AutoSharing Option
ფოტო:facebook.com/fcdynamoua

7 მარტს კიევის "დინამო" ევროპა ლიგის მერვედფინალურ მატჩში "სტემფორდ ბრიჯზე" ლონდონის "ჩელსის" დაუპირისპირდება.

ინგლისში გუნდთან ერთად იმყოფება 18 წლის გიორგი წიტაიშვილი, რომელსაც ევროპა ლიგაზე დებიუტი ჯგუფურ ეტაპზე "იაბლონეცთან" წაგებულ (0:1) მატჩში უკვე ჰქონდა.

Sportall.ge გიორგი წიტაიშვილს ლონდონში დაუკავშირდა და მატჩის შესახებ ჰკითხა.

"გუნდში კარგი ატმოსფეროა და ყველანი კარგ ხასიათზე ვართ. ჯერჯერობით არ ვიცით, ვინ იქნება 18-კაციან განაცხადსა და ძირითად შემადგენლობაში. ამას თამაშამდე ცოტა ხნით ადრე გავიგებთ. მე რაც შემეხება, მინდა გუნდს დავეხმარო. ვნახოთ, რას გადაწყვეტს მწვრთნელი. მე მზად ვარ",
- თქვა გიორგი წიტაიშვილმა Sportall.ge-სთან საუბრისას.

ლონდონის "ჩელსისა" და კიევის "დინამოს" შეხვედრა 7 მარტს, 23:59 საათზე დაიწყება.

alt წიტაიშვილი უკვე ლონდონშია - ითამაშებს გიორგი "ჩელსისთან"?

altუკრაინული მედია: ღმერთმა არ ქნას, წიტაიშვილმა "დინამო" დატოვოს, უკრაინაზე უარს იტყვის და საქართველოს ნაკრებს აირჩევს

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული