ფოტო:facebook.com/fcdynamoua
7 მარტს კიევის "დინამო" ევროპა ლიგის მერვედფინალურ მატჩში "სტემფორდ ბრიჯზე" ლონდონის "ჩელსის" დაუპირისპირდება.
ინგლისში გუნდთან ერთად იმყოფება 18 წლის გიორგი წიტაიშვილი, რომელსაც ევროპა ლიგაზე დებიუტი ჯგუფურ ეტაპზე "იაბლონეცთან" წაგებულ (0:1) მატჩში უკვე ჰქონდა.
Sportall.ge გიორგი წიტაიშვილს ლონდონში დაუკავშირდა და მატჩის შესახებ ჰკითხა.
"გუნდში კარგი ატმოსფეროა და ყველანი კარგ ხასიათზე ვართ. ჯერჯერობით არ ვიცით, ვინ იქნება 18-კაციან განაცხადსა და ძირითად შემადგენლობაში. ამას თამაშამდე ცოტა ხნით ადრე გავიგებთ. მე რაც შემეხება, მინდა გუნდს დავეხმარო. ვნახოთ, რას გადაწყვეტს მწვრთნელი. მე მზად ვარ",
ლონდონის "ჩელსისა" და კიევის "დინამოს" შეხვედრა 7 მარტს, 23:59 საათზე დაიწყება.