გიორგი ჩაკვეტაძე ხვალ ვერ ითამაშებს - მოახერხებს სანაკრებო მატჩებისთვის მწყობრში ჩადგომას?

AutoSharing Option
კარს მოგვადგა სანაკრებო მატჩები - ჯვაროსნები ევროპირველობის საკვალიფიკაციო ტურნირზე 23 მარტს შვეიცარიას უმასპინძლებენ, ხოლო 26 მარტს სტუმრად ირლანდიას შეხვდებიან. რა თქმა უნდა, ყველას აინტერესებს ეროვნული გუნდის ლიდერის გიორგი ჩაკვეტაძის მდგომარეობა.

"გენტის" მწვრთნელმა იეს ტორუპმა თქვა, რომ ჩაკვეტაძეს მუხლი ჯერ კიდევ აწუხებს, კვლავ ინდივიდუალურად ვარჯიშობს, ხვალ "ოსტენდესთან" ვერ ითამაშებს, თუმცა შეიძლება 17 მარტს "სენტ ტრუიდენთან" შეხვედრაში განაცხადში შეიყვანოს.

გიორგიმ ბოლოს 30 იანვარს თასზე იასპარეზა და მის დაბრუნებას "გენტის" გულშემატკივრები მოუთმენლად ელიან, რადგან მათი საუკეთესო ექვსეულში მოსახვედრად იბრძვის.

მკითხველის კომენტარები / 6 /
ძალიან მინდოდა ჯანო-ოქრი-ჩაკვეტაძის ერთად ხილვა, მაგრამ ოქრის საერთოდ არავინ ეხმიანება რო გავიგოთ რა ხდება მის თავს, ჩაკვეს კი ჯვარედინი ქონია დაზიანებული და ცდილობენ ოპერაციის გარეშე დააბრუნონ და საერთოდ როგორც ვიცი 99% ოპერაცია დაჭირდება :(
iolasha
00:24 10-03-2019
0
წადით რა, აგერ ნახეთ თუ ეგ უოპერაციოთ გამოძვრეს, ტყუილად დროს კარგავენ დროზე გაუკეთონ ქემაინც.
0

სიახლეები პოპულარული