გიორგი ჩაკვეტაძე ხვალ ვერ ითამაშებს - მოახერხებს სანაკრებო მატჩებისთვის მწყობრში ჩადგომას?

AutoSharing Option
კარს მოგვადგა სანაკრებო მატჩები - ჯვაროსნები ევროპირველობის საკვალიფიკაციო ტურნირზე 23 მარტს შვეიცარიას უმასპინძლებენ, ხოლო 26 მარტს სტუმრად ირლანდიას შეხვდებიან. რა თქმა უნდა, ყველას აინტერესებს ეროვნული გუნდის ლიდერის გიორგი ჩაკვეტაძის მდგომარეობა.

"გენტის" მწვრთნელმა იეს ტორუპმა თქვა, რომ ჩაკვეტაძეს მუხლი ჯერ კიდევ აწუხებს, კვლავ ინდივიდუალურად ვარჯიშობს, ხვალ "ოსტენდესთან" ვერ ითამაშებს, თუმცა შეიძლება 17 მარტს "სენტ ტრუიდენთან" შეხვედრაში განაცხადში შეიყვანოს.

გიორგიმ ბოლოს 30 იანვარს თასზე იასპარეზა და მის დაბრუნებას "გენტის" გულშემატკივრები მოუთმენლად ელიან, რადგან მათი საუკეთესო ექვსეულში მოსახვედრად იბრძვის.

მკითხველის კომენტარები / 6 /
ძალიან მინდოდა ჯანო-ოქრი-ჩაკვეტაძის ერთად ხილვა, მაგრამ ოქრის საერთოდ არავინ ეხმიანება რო გავიგოთ რა ხდება მის თავს, ჩაკვეს კი ჯვარედინი ქონია დაზიანებული და ცდილობენ ოპერაციის გარეშე დააბრუნონ და საერთოდ როგორც ვიცი 99% ოპერაცია დაჭირდება :(
iolasha
10 მარტი 2019 00:24
0
წადით რა, აგერ ნახეთ თუ ეგ უოპერაციოთ გამოძვრეს, ტყუილად დროს კარგავენ დროზე გაუკეთონ ქემაინც.
Mmm
09 მარტი 2019 22:22
0
19-20 წლის ადამიანს აქვს ენერგია თუ აქვს. მაგ ასაკში რონალდო (ნუ პლიუს ერთი წელი) ორჯერ იყო მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი. გიომ მიიღო ტრამვა და მოირჩენს და ითამაშებს დიდ ფეხბურთს. მე ამის მჯერა
ზვიადი
09 მარტი 2019 21:48
0
მეორე კიდევ ყველა ადამიანი ინდივიდუალურია და ყველას ერთნაირი გენეტიკა არ აქვს
:-)
09 მარტი 2019 22:30
0
შენ გენეტიკაში სამეცნიერო ნაშრომიც ხომ არ გაქვს დაწერილი :-) რა შუაშია აქ ენერგია.ძვალი,მყესი,სახსრები,კუნთები გაგიგია ალბათ რაც არის.ყველა პროფები ვართ და რატოა ქვეყანა ესეთ მდომარეობაში არ მესმის :-) დარწმუნებული იყავი შენზე მეტად მე მინდა რომ ჩაკვეტაძე მსოფლიოში ყველაზე მაგარი ფეხბურთელი გახდეს და ამის პოტენციალიც აქვს,თუ ხელს არ შეუშლიან და ცოტა იღბალიც მის მხარეს იქნება.
:-)
09 მარტი 2019 22:28
5
რა სისულელეა.რანაირად უნდა შეძლოს თამაში რამოდენიმე თვეა ისვენებს.1 კვირაში როგორ უნდა დაიტვირთოს ისე რომ კლუბშიც და ნაკრებშიც ითამაშოს.ეგ იმის ბრალია რომ ძალიან დიდი ფიზიკური დატვირთვა მისცეს გასული წლის სექტემბერ,ოქტომბერ,ნოემბერში.ფაქტიურად ყოველ მესამე დღეს თამაში უწევდა და პლიუს გადაფრენა გადმოფრენები.19-20 წლისაა ბოლოსდაბოლოს. სამწუხაროა რომ პროფესიონალმა მწვრთნელებმა და ექიმებმა არ იფიქრეს ამაზე(ან იფიქრეს და გარისკეს).იმედია გამოჯანმრთელდება ბოლომდე და ისე დაბრუნდება,თუნდაც რამოდენიმე თვე დასჭირდეს კიდევ.გამოჯანმრთელებას და წარმატებებს ვუსურვებ
სამწუხაროა
09 მარტი 2019 20:00
3

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული