მიოდრაგ ბოჟოვიჩი: ამას არ ველოდი - ჯანომ, სამედოვმა და ანტონმა მაგრად გაგვაძლიერეს

AutoSharing Option
რუსეთის ჩემპიონატზე "ენისეის" დამარცხების (4:0) შემდეგ, კომენტარი "კრილია სოვეტოვის" მწვრთნელმა მიოდრაგ ბოჟოვიჩმა გააკეთა.

"მართალი გითხრათ, "ენისეის" ასეთი ანგარიშით დამარცხებას არ ველოდი. ძალიან კმაყოფილი ვარ. მომენტებში კარგი თამაში იყო, მით უმეტეს ამინდის გათვალისწინებით.

ბევრი კომბინაციები დავამუშავეთ. უბრალოდ, კარგი შემსრულებლები გვყავს - ჯანო, სამედოვი და ანტონი. როდესაც შენს განკარგულებაში ასეთი ფეხბურთელები არიან, მუშაობა და საქმის კეთებაღაა საჭირო.

გუნდი უკეთაა მომზადებული, რადგან ახლა უკეთესი მოთამაშეები გვყავს. ამიტომაც გაგვაქვს მეტი გოლები. ახალწვეულებმა მაგრად გაგვაძლიერეს".

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული