კანკავა ცენტრალურ მცველად - ქართველების "ტობოლმა" პრემიერლიგა მოგებით დაიწყო

AutoSharing Option
ფოტო: Fctobol.kz

9 მარტს ყაზახეთში პრემიერლიგის 2019 წლის სეზონმა აიღო სტარტი.

პირველ შეხვედრაში ნიკა კვეკვესკირის და ჯაბა კანკავას "ტობოლმა" საკუთარ მოედანზე "ირტიშს" უმასპინძლა და მეტოქე 3:0 დაამარცხა.

ორივე ქართველი ძირითად შემადგენლობაში იყო, კანკავამ მატჩი სრულად ჩაატარა, კვეკვესკირი კი 86-ე წუთზე შეცვალეს. ამ დროს საბოლოო ანგარიში უკვე დაფიქსირებული იყო.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს ნაკრების კაპიტანმა შეხვედრა მისთვის უჩვეულო - ცენტრალური მცველის პოზიციაზე ჩაატარა, ის ჩემპიონატის დაწყებამდე ამხანაგურ მატჩებში ანალოგიურ ფუნქციას ასრულებდა და როგორც ჩანს, ვლადიმერ გაზაევი ჯაბა კანკავას სწორედ ცენტრალური მცველის პოზიციაზე
განიხილავს.

altვატო არველაძემ დუბლი შეასრულა - მისი გუნდი 2:6 დამარცხდა [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 2 /
ჯაბა ცენტრალური მცველის პოზიციაზე საკმაოდ დაბალია,არასაკმარისად სწრაფი და საკმაოდ ხშირად ჯარიმდება.ეტყობა ამ პოზიციაზე შესაფერისი კაცი არ ჰყავს და ისევ მის გამოცდილებას ენდობა.იმედია მალე დააბრუნებს ჩვეულ პოზიციაზე,თუმცა ამ პოზიციიდან მისი და ნიკას დუეტის ურთიერთქმედების დახვეწამ,შესაძლოა ნაკრებსაც მოუტანოს სარგებელი.
სოსო
13:05 10-03-2019
0
ამოვიდა ყელში ამდენი ცენტრალური მცველი.
gigo
12:35 10-03-2019
0
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული