ქართული ფეხბურთი

ლეგიონერები

კანკავა ცენტრალურ მცველად - ქართველების "ტობოლმა" პრემიერლიგა მოგებით დაიწყო

AutoSharing Option
ფოტო: Fctobol.kz

9 მარტს ყაზახეთში პრემიერლიგის 2019 წლის სეზონმა აიღო სტარტი.

პირველ შეხვედრაში ნიკა კვეკვესკირის და ჯაბა კანკავას "ტობოლმა" საკუთარ მოედანზე "ირტიშს" უმასპინძლა და მეტოქე 3:0 დაამარცხა.

ორივე ქართველი ძირითად შემადგენლობაში იყო, კანკავამ მატჩი სრულად ჩაატარა, კვეკვესკირი კი 86-ე წუთზე შეცვალეს. ამ დროს საბოლოო ანგარიში უკვე დაფიქსირებული იყო.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს ნაკრების კაპიტანმა შეხვედრა მისთვის უჩვეულო - ცენტრალური მცველის პოზიციაზე ჩაატარა, ის ჩემპიონატის დაწყებამდე ამხანაგურ მატჩებში ანალოგიურ ფუნქციას ასრულებდა და როგორც ჩანს, ვლადიმერ გაზაევი ჯაბა კანკავას სწორედ ცენტრალური მცველის პოზიციაზე
განიხილავს.

altვატო არველაძემ დუბლი შეასრულა - მისი გუნდი 2:6 დამარცხდა [VIDEO]

ასევე დაგაინტერესებთ