ლეგიონის უქმეები: არველაძის დუბლი, კვარაცხელიას დებიუტი [VIDEO]

AutoSharing Option
გასულ შაბათ-კვირას ქართველი ლეგიონერები გოლებით ვერ გამოირჩნენ, თუმცა, ამ მხრივ, გამონაკლისი იყო ვატო არველაძე, რომელმაც პოლონეთის ექსტრაკლასაში პირველი დუბლი შეასრულა.

მან მეტოქეს ორი გოლი 14-წუთიან ინტერვალში გაუტანა, თუმცა მისი გუნდი დიდი სხვაობით, 2:6 დამარცხდა.

ჩვენი ლეგიონერების მდგომარეობა ახლა ორმაგად საყურადღებოა, რადგან საქართველოს ნაკრების მატჩები ახლოვდება.

ესპანეთი
გიორგი პაპუნაშვილი ტრავმირებულია და მკურნალობის კურსს თბილისში გადის, მისი "სარაგოსა" კი "გრანადას" ესტუმრა და მინიმალური სხვაობით დამარცხდა - 0:1. გიორგი აბურჯანიას "ლუგოს" კი გათამაშებიდან მოხსნილ "რეუსთან" 1:0 მოგება ჩაეთვალა.

გერმანია
მეორე ბუნდესლიგაში აუტსაიდერ "ზადჰაუზენთან"
დამარცხდა გიორგი ლორიას "მაგდებურგი" - 0:1.

აკაკი გოგიამ კი "ინგოლშტადტის" წინააღმდეგ გაიტანა და მისმა გუნდმა 2:0 გაიმარჯვა.


საფრანგეთი
რამდენიმე წუთი გაატარა მოედანზე ჯაბა ჯიღაურმა, რომლის "გრენობლმაც" სტუმრად "კლერმონთან" ფრედ, 1:1 ითამაშა. მისი გუნდი მეცხრე ადგილზეა და საპლეიოფო ზონაში მყოფ "პარიზს" 8 ქულით ჩამორჩება.

ბელგია
ისევ ქართველების გარეშე ასპარეზობს "გენტი", რომელმაც "ოოსტენდე" საკუთარ მოედანზე 2:1 დაამარცხა. გიორგი ქვილითაია სათადარიგოთა შორის იყო და მოედანზე არ გამოჩენილა, გიორგი ჩაკვეტაძე კი ტრავმირებულია.

რანგით მეორე ლიგაში კი ირაკლი ბუღრიძის "ბეერხოსტმა" იუპერლიგაში გადასასვლელ პლეი-ოფში ნულოვანი ფრე ითამაშა "მეხელენთან". ქართველ ნახევარმცველს ბელგიურ კლუბში დებიუტი ჯერჯერობით არ ჰქონია.

პორტუგალია
გიორგი მაკარიძის "სეტუბალმა" ნულოვანი ფრე ითამაშა "ტონდელასთან". ქართველი მეკარე ძირითად შემადგენლობაში იყო.

პორტუგალიის პრიმეირა ლიგაში გიორგი არაბიძის და ავთო ებრალიძის "ნასიონალი" "პორტიმონენსესთანაც" განადგურდა. ქართველი ფეხბურთელები ტრავმირებულები არიან და მათ გარეშე მოასპარეზე გუნდი 1:5 დამარცხდა.

დანია
"ესბიერგი" "სონდერისკეს" ეწვია და 1:3 დამარცხდა. სტუმართა ნახევარმცველმა ლაშა პარუნაშვილმა სრული მატჩი ჩაატარა და ყვითელი ბარათი მიიღო.

საბა ლობჟანიძე ძირითად შემადგენლობაში იყო და 78 წუთი გაატარა "ჰორსენსთან" მოგებულ (2:0) შეხვედრაში.

შვეიცარია
"ციურიხის" რიგებში კვლავ შეუცვლელად თამაშობს ლევან ხარაბაძე, რომლის გუნდმაც სტუმრად ფრედ ითამაშა "თუნთან" - 2:2. ოთარ კაკაბაძის "ლუცერნმა" "სენტ გალენი" 3:0 დაამარცხა. ქართველი მცველი განაცხადში არ ყოფილა.

რუსეთი
გუნდში ჯანო ანანიძის მისვლის შემდეგ შესანიშნავად ათამაშდა "კრილია სოვეტოვი". სამარულმა კლუბმა საკუთარ მოედანზე "ენისეი" 4:0 გაანადგურა. ქართველმა ნახევარმცველმა მოედანზე 90 წუთი გაატარა.

რუსეთის მოქმედმა ჩემპიონმა "ლოკომოტივმა" სტუმრად "ანჟი" 2:0 დაამარცხა. საბა კვირკველიამ სრული შეხვედრა ჩაატარა. პრემიერლიგაში დებიუტი ჰქონდა ახალგაზრდა ხვიჩა კვარაცხელიას, რომელმაც 86-ე წუთზე ჯეფერსონ ფარფანი შეცვალა.

altხვიჩა კვარაცხელია: დებიუტისას ვინერვიულე თუ არა? არა, რას ამბობთ! პირიქით

გია გრიგალავას "არსენალმა" ნულოვანი ფრე ითამაშა "როსტოვთან". ქართველი მოთამაშე ძირითად შემადგენლობაში იყო.

ჯიმი ტაბიძის "უფა" "ზენიტთან" 1:2 დამარცხდა. ქართველ მცველს შეხვედრაში მონაწილეობა არ მიუღია.

პოლონეთი
კარგი იყო "კორონას" რიგებში 21 წლის ვატო არველაძე, რომელმაც კარიერაში პირველი უცხოური დუბლი გაიფორმა. მან ჯერ საჯარიმო დარტყმა გაიტანა, რამდენიმე წუთში კი საკუთარი გუნდი კიდევ ერთხელ გაიყვანა წინ, თუმცა საბოლოოდ მისი გუნდი 2:6 დამარცხდა.

 


დამარცხდა ლუკა ზარანდიას "არკაც", რომელმაც შინ ვარშავის "ლეგიასთან" დათმო - 1:2. მასპინძელთა ქართველი 10-იანი სათადარიგოთა შორის იყო და შეხვედრაში 69-ე წუთზე ჩაერთო.

90 წუთი ითამაშა ვაკო გვილიამ "პიასტის" წინააღმდეგ, რომელთანაც მისი "გურნიკი" 0:2 დამარცხდა.

დამარცხდა გიორგი ივანიშვილის და გიორგი გაბედავას "ზაგლებიეც". ისინი სტუმრად "კრაკოვიას" ესტუმრნენ და 1:2 დათმეს. გიორგი გაბედავა მთელი მატჩის განმავლობაში სათადარიგოთა შორის იყო, გიორგი ივანიშვილი კი თამაშში 75-ე წუთზე ჩაერთო.

უკრაინა
დავით ხოჭოლავას დონეცკის "შახტარმა" ნიკა სანდოხაძის "კარპატი" 5:0 დაამარცხა. ორივე ქართველი ძირითად შემადგენლობაში იყო და მატჩი სრულად ითამაშა.

ანდრო გიორგაძის და სანდრო კობახიძის "ვორსკლამ" ნულოვანი ფრე ითამაშა "დესნასთან". სანდრო კობახიძე 41-ე წუთზე შეცვალეს, ანდრო გიორგაძემ კი მოედანზე 90 წუთი გაატარა.

ცუდი დებიუტი გამოუვიდა კიევის "არსენალის" ქართველ ნახევარმცველ ჯაბა ლიპარტიას, რომლის გუნდიც "დინამოსთან" დერბიში 4:0 განადგურდა. ლიპარტია მოედანზე მეორე ტაიმში შემოვიდა.

ავსტრია
ოთარ კიტეიშვილის "შტურმმა" ნულოვანი ფრე ითამაშა "ზალცბურგთან". ქართველი ნახევარმცველი ძირითად შემადგენლობაში იყო და სრული მატჩი ჩაატარა.

უნგრეთი
კიდევ ერთხელ გაიმარჯვა ლაშა დვალის "ფერენცვაროშმა", რომელმაც სტუმრად მტკ-ს სძლია. საქართველოს ნაკრების მცველი 90 წუთის განმავლობაში მოედანზე იმყოფებოდა.

ქართული დაპირისპირება შედგა ქალაქ სომბატჰეიში, სადაც ბუბა დაუშვილის "ჰალადაშმა" გიორგი ბერიძის "უიპეშტი" მიიღო და 3:2 დაამარცხა. დაუშვილმა მოედანზე ზუსტად ერთი საათი გაატარა, გიორგი ბერიძემ კი მოედანი 84-ე წუთზე დატოვა.

საბერძნეთი
გიორგი რეხვიაშვილის "ლევადიაკოსი" სტუმრად 0:2 დამარცხდა აელ-თან. ქართველი მცველი ძირითად შემადგენლობაში იყო და მოედანზე 90 წუთი დაჰყო. რეხვიაშვილმა ყვითელი ბარათი მიიღო.

"იანინამ" კი სტუმრად "ლამიასთან" ფრედ, 1:1 ითამაშა. ლაშა შერგელაშვილი მოედანზე არ გამოსულა.

ჩეხეთი
ვახტანგ ჭანტურიშვილის "ზლინმა" 2:1 დაამარცხა "დუკლა". ქართველმა ფეხბურთელმა 90 წუთი ითამაშა.

ხორვატია
"ისტრასთან" 3:0 მოგებულ შეხვედრაში მონაწილეობა არ მიუღია ქართველ მცველ გიორგი მჭედლიშვილს.

სლოვაკეთი
"პოდბრეზოვასთან" 2:0 მოგებულ შეხვედრაში არ გამოჩენილა ლუკა ლოჩოშვილი.

კვიპროსი
ქართული დაპირისპირება შედგა კვიპროსში. ნიკა კაჭარავას და ბექა მიქელთაძის "ანორთოსისმა" ფრედ (1:1) ითამაშა ირაკლი მაისურაძის "პარალიმნთან". მიქელთაძე მოედანზე არ გამოჩენილა, კაჭარავამ და მაისურაძემ 90 წუთი ითამაშეს.

აზერბაიჯანი
დავით ვოლკოვის "გაბალამ" 2:1 დაამარცხა "საბაილი". ქართველი შემტევი მოედანზე 68-ე წუთზე გამოჩნდა. ამ დროს "გაბალას" ორივე გოლი გატანილი ჰქონდა.

ლატვია
"რიგასმა" 2:0 დაამარცხა "ლიეპია". მასპინძელთა რიგებში არ უთამაშია ბექა ვაჩიბერაძეს, მათე ვაწაძე კი 77-ეზე შეცვალეს.

ირაკლი ბიძინაშვილის "იელგავა" დავით სხირტლაძის "რიგასთან" დამარცხდა. ირაკლიმ 72 წუთი ითამაშა, დავითმა - 59.

აშშ
მეორე ტურის მატჩიც დათმო ქართველების "სან ხოსემ", რომელიც ამჯერად "მინესოტასთან" საკუთარ მოედანზე დამარცხდა. გურამ კაშიამ სრული მატჩი ჩაატარა, ვაკო ყაზაიშვილი კი 64-ე წუთზე შეცვალეს.

ყაზახეთი
სტარტი აიღო ყაზახეთის ჩემპიონატმა. ქართველების "ტობოლმა" 3:0 დაამარცხა "ირტიში". ცენტრალური მცველის პოზიციაზე 90 წუთი ითამაშა ჯაბა კანკავამ. ნიკა კვეკვესკირი შეხვედრის ბოლოს შეცვალეს. მან საგოლე გადაცემა შეასრულა.

ლაშა კასრაძის და ელგუჯა ლობჟანიძის "თარაზი" "ქაირათთან" 0:2 დამარცხდა. ქართველებმა შეუცვლელად ითამაშეს.

ირანი
ლაშა თოთაძის და გიორგი გველესიანის "ნასაჯიმ" "პერსეპოლისთან" 1:1 ითამაშა. ქართველებმა მოედანზე 90 წუთი გაატარეს.

altკანკავა ცენტრალურ მცველად - ქართველების "ტობოლმა" პრემიერლიგა მოგებით დაიწყო

მკითხველის კომენტარები / 6 /
სათამაშო ფორმა კარგია, მარა ჩვენ ისეთი ფეხბურთელები გვჭირდება, ვინც თვითონ შეუძლიათ აიღონ საკუთარ თავზე თამაში და მარტომ მოიგონ შეხვედრა. ასეთებია გიორგი ჩაკვეტაძე და თორნიკე ოქრიაშვილი. თუ არცერთი არ იქნება , მარტო მერე გაახსენდება ყველას, რომ ჩაკვეტაძემ პირადად მოიგო ერთა ლიგა. ვაისის ყველაზე დიდი პლიუსი ისაა, რომ გუნდი გააკეთა, კარგი ხასიათი შექმნა გუნდში, მარა ამ ორი ფეხბურთელის გარეშე, განსაკუთრებით ჩაკვეტაძის - შანსი არ გვაქვს. ოქრიაშვილი აუცილებლად გამოსაძახებელია! თუნდაც სკამზე რომ იჯდეს უკვე საქმეა
გადასარევი გიორგი
15:59 11-03-2019
1
და რატო უნდა გამოიძახოს ფეხბურთელები ლამის წელიწადია არ უთამაშიათ და უგუნდოდ არიან, რომელი ხართ ვაისზე უკეთესი პროფესორი აბა??!!! წარმატება უგუნდოებს)))
Hitemup
13:41 11-03-2019
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული