ქართული ფეხბურთი

ლეგიონერები

იური სიომინი: ხვიჩა კვარაცხელია ძალიან საინტერესო და პერსპექტიული ფეხბურთელია

AutoSharing Option
რუსეთის ჩემპიონატის მე-19 ტურში მოსკოვის "ლოკომოტივმა" კასპიისკში 2:0 მოუგო "ანჟის" და ამ მატჩში სტუმართა გუნდში ორმა ქართველმა იასპარეზა. მცველმა საბა კვირკველიამ შეუცვლელად ითამაშა, 18 წლის ნახევარმცველი ხვიჩა კვარაცხელია კი 85-ე წუთზე შევიდა შეცვლაზე. მას გოლის გატანაც შეეძლო, მაგრამ თავურით ბურთი ძელს გაარტყა.

აშკარად ეტყობა, რომ ხვიჩაზე დიდ იმედებს ამყარებენ, კლუბის საიტზე მას ხშირად უთმობენ ყურადღებას, "ლოკოს" მწვრთნელს იური სიომინს კი მახაჩკალელებთან შეხვედრის დასრულების შემდეგ ქართველი ფეხბურთელის დებიუტის შეფასება სთხოვეს.

"ხვიჩა ძალიან საინტერესო და ტალანტის მქონე მოთამაშეა, რომელიც სამომავლოდ ავიყვანეთ. კარგი
პერსპექტივები აქვს, თან არამხოლოდ მომავალში, არამედ უკვე ახლა.

მოედანზე ცოტა ხანი იყო, მაგრამ თავი ორ ეპიზოდში წარმოაჩინა, როდესაც ბურთი ძელს გაარტყა და ბარინოვს გადაცემა გაუკეთა. ახალგაზრდებს ნდობას გამოვუცხადებთ და შანსს მივცემთ. თუ როგორ გამოიყენებენ ამ შანსს, ეს მათზეა დამოკიდებული", - უპასუხა სიომინმა.

ასევე დაგაინტერესებთ