ხვიჩა კვარაცხელია: დებიუტისას ვინერვიულე თუ არა? არა, რას ამბობთ! პირიქით

AutoSharing Option
"ლოკომოტივის" ნახევარმცველმა ხვიჩა კვარაცხელიამ პირველად ითამაშა რუსეთის ჩემპიონატზე და მართალია, 85-ე წუთზე შევიდა შეცვლაზე, მაგრამ საყოველთაო მოწონება დაიმსახურა, მწვრთნელმა იური სიომინმაც შეაქო და კომენტარიც სთხოვეს.

"დებიუტმა ძალიან გამახარა. ეს ჩემს კარიერაში მნიშვნელოვანი ეტაპია. ბევრი საინტერესო მომენტი იყო და გოლის გატანაც შემეძლო. მოკლედ, ძალიან გახარებული და კმაყოფილი ვარ.

სიომინმა მითხრა, რომ ფარფანის ნაცვლად შევიდოდი შეცვლაზე, ბურთი უნდა მიმეღო და "ანჟის" კართან სიტუაცია გამემწვავებინა, ბურთი რაც შეიძლება ნაკლებად დამეკარგა და შემეტია. ეს ჩემთვის გასაგებია, მე ხომ შემტევი ვარ.

ვინერვიულე თუ არა? არა,
რას ამბობთ! პირიქით, ძალიან გამიხარდა, რომ თავის გამოჩენის შანსი მომცეს. ყველაფერს გავაკეთებ იმისათვის, რათა ეს შანსი მომავალშიც მომცენ. ვარჯიშებზე ბოლომდე დავიხარჯები. "ლოკოში" რეგულარულად თამაში ჩემი ოცნებაა. მიზნის მისაღწევად ყველაფერს გავაკეთებ".

მკითხველის კომენტარები / 5 /
ძალიან კარგია, კარგ გუნდში ხარ და თვალს გადევნებთ,გგულშემატკივრობთ.
წარმატებები.
მონდომება არ გაკლია ეს ისედაც ჩანს.იმედია ნელნელა დაიმკვიდრებ სასტარტოში ადგილს
გიორგი
11:44 11-03-2019
0
რას ერჩიან ქვილითაიას?
ზასტაველი
11:39 11-03-2019
0
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული