უთამაშებლობის მიზეზი, "ზენიტის" ინტერესი და ტრავმა - ინტერვიუ გიორგი არაბიძის დედასთან

AutoSharing Option
გიორგი არაბიძე "ნასიონალის" რიგებში პორტუგალიის ჩემპიონატში 10 თებერვალს "ბენფიკასთან" განადგურების შემდეგ (0:10) აღარ გამოჩენილა.

მას შემდეგ მისმა გუნდმა 4 შეხვედრა გამართა, თუმცა ქართველი შემტევი მადეირელთა განაცხადშიც არ გვიხილავს, გარდა ამისა, ის არც ვლადიმირ ვაისმა გამოიძახა საქართველოს ეროვნულ ნაკრებში მარტში გასამართი მატჩებისთვის.

Sportall.ge სიტუაციის გასარკვევად გიორგი არაბიძის დედას, ლელა ბრეგვაძეს დაუკავშირდა.

- გიორგი არაბიძე მოედანზე 10 თებერვლის შემდეგ არ გამოჩენილა, რაშია საქმე?
- ტრავმა უკვე აღარ აქვს, ვერაფერს ვხვდებით, თუმცა საქართველოს ახალგაზრდულ ნაკრებში გამოძახებულია.

- ეროვნული ნაკრების განაცხადი გამოქვეყნდა და არც
25-კაციან შემადგენლობაშია და არც სარეზერვო ფეხბურთელთა შორის. ამის მიზეზი რა არის?

- ვერაფერს გეტყვით, ეს მათი გადასაწყვეტია. ალბათ, ეს გადაწყვეტილება გიორგის სათამაშო დროის სიმცირის გამო მიიღეს. სხვა არანაირი პრობლემა არ არის.

- როდის მოირჩინა ტრავმა?
- ფეხი ჰქონდა დაჭიმული და ამ მიზეზით ორ მატჩში არ უთამაშია.

- პორტუგალიის ჩემპიონატში ბოლო ოთხ შეხვედრაში განაცხადშიც არ ყოფილა. მაშინ რა გახდა ამის მიზეზი?
- ვერაფერს გეტყვით. მათი საუბრიდან გამომდინარე, გიოს აღმერთებენ. პრეზიდენტთანაც ჰქონდა საუბარი და მან უთხრა, რომ ყველაფერი შეიცვლება. ჩემი ვარაუდით, მწვრთნელს გაათავისუფლებენ ან არ ეჩქარებათ, რადგან გიორგი გუნდში ასაკით ყველაზე პატარაა. ისიც გასაკვირია, რომ მწვრთნელს მასთან ძალიან კარგი ურთიერთობა აქვს.

- თუ ასეა, განაცხადში მოხვედრის პრობლემა რატომ აქვს? რას ეუბნება გუნდის დამრიგებელი?
- ეუბნებიან - დაელოდე, ყველაფერი კარგად არის, ასე გააგრძელეო. ვფიქრობ, რომ არ უნდათ, გუნდი გავარდეს და მაინც იმ ფეხბურთელებს ენდობიან, ვინც "ნასიონალი" უმაღლეს ლიგაში გადაიყვანა, მაგრამ სულ დიდი ანგარიშებით აგებენ. გიორგით ბევრი გუნდი იყო დაინტერესებული, მაგრამ არ გაუშვეს.

- რომელ კლუბებს სურდათ ზამთარში გიორგის დამატება?
- იყო ვარიანტები ჰოლანდიიდან, გერმანიიდან და რუსეთიდან.

- კონკრეტულად რომელ კლუბებზეა საუბარი?
- ვერ გეტყვით, თუმცა ერთ-ერთი რომ "ზენიტი" იყო, ეს ვიცი.

- გიორგი ზაფხულში კლუბიდან წასვლას განიხილავს?
- დიახ, თუ ზაფხულში მხარეები შეთანხმდებიან და მისაღები ვარიანტი იქნება, ალბათ, წავა.

alt"ნასიონალმა" "ბენფიკასთან" 0:10 წააგო - გიორგი არაბიძე შესვენების შემდეგ შევიდა შეცვლაზე

მკითხველის კომენტარები / 11 /
რა ქიქაქუცა? არაბიძე ერთადერთი თუ არა ერთერთი საუკეთესოა საქართველოს დაღევანდელობაში. და არამარტო საქართველოს, დისციპლინა და ახალგაზრდული მაქსიმალიზმი კი, თანახმა ვარ. რა, თუ კაჭარავას გამოშვება შეიძლება მოედანზე , არაბიძის არა? რამდენჯერაც გამოვიდა ნაკრების თამაშზე იმდენჯერ ან გოლი გაიტანა ან საგოლე გააკეთა,
ირაკლი
11:53 16-03-2019
1
ხო ყველგან მწვრთნელები და პრეზიდენტები არიან დამნაშავეები)))ვინც ვარჯიშებზე თავს იკლავს შანსი არაა განაცხადშიც არ მოხვდეს
BOSS
22:46 13-03-2019
4
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული