sport24.ru: რუსეთის პრემიერლიგის ყველაზე მაგარი ქართველი - ანანიძეზე, კვირკველიაზე, გოგუაზე, კალაძეზე, ჯიქიაზე, ოქრიაშვილზე

AutoSharing Option
29 წლის ქართველი მცველი გია გრიგალავა ტულის "არსენალის" ერთ-ერთი წამყვანი ფეხბურთელია, რუსეთის თასზე "ორენბურგს" გოლი გაუტანა და ისტორიაში პირველად ნახევარფინალში გასვლაში დაეხმარა, არაერთხელ შეიყვანეს რუსეთის პრემიერლიგის ტურის სიმბოლურში, ახლახან კი "მეთოფეებმა" კონტრაქტი გაუგრძელეს. sport24.ru-მ მასთან საინტერესო ინტერვიუ ჩაწერა. გთავაზობთ ამონარიდს.

- შვებულების შემდეგ გუნდში ყველაზე უფრო დამძიმებული თქვენ ბრუნდებით?
- შემდეგ სამუშაო ხომ უნდა მქონდეს. აბა, შეკრება რისთვისაა? თავი წესრიგში უნდა მოიყვანო. რისთვისაა ეს ორთვენახევარი? სტიმულია საჭირო. ამიტომ მიწევს სპეციალურად ჭამა.

- თქვენს გამო სასწორი არ იმტვრეოდა?
- თავისით არა, მაგრამ მსურდა
დამემტვრია. ძალიან. არ იფიქროთ, რომ ყველაზე მეტს ვჭამ. ზოგიერთი მთელი დღე ტკბილეულს მიირთმევს და არ იმატებს. უბრალოდ, წონისაკენ მიდრეკილება მაქვს. ყველა ქართველი ასეთი არაა. განა ჯანო ანანიძე მსუქანია. იმავე კვირკველიასთვისაც არ შემინიშნავს წონისადმი მიდრეკილება. ისე, ჯერ ჩემთან ერთად არ გაუტარებია შვებულება.

- თქვენი მაქსიმალური წონა?
- 106 კგ. 2012 წელს. "ვოლგაში". ეს ჯერ კიდევ ავადმყოფობამდე იყო.

- თქვენი ოპტიმალური წონა როგორია?
- დიდი ხანია 93-94 კგ-ს ვიწონი. ახლა "არსენალში" ყველაზე მძიმე ვარ.

- ყველაზე მეტად წონა როდის დააგდეთ?
- ბოჟოვიჩისას ავსტრიაში 12 დღეში 10 კგ დავიკელი. სხვებზე ოთხჯერ ნაკლებს ვჭამდი, პრაქტიკულად არ ვსადილობდი, ორჯერადი ვარჯიშები მქონდა. თუ საჭირო გახდება, მეტსაც დავიკლებ, პრობლემა არაა.

- კვირკველიამ მითხრა, რომ კაპელო რუსეთის ნაკრებში იწვევდა.
- რუსეთის ნაკრებში თამაშის 100%-იანი შანსი ჰქონდა, მაგრამ როგორც ჭეშმარიტმა ქართველმა საქართველოს ნაკრები აირჩია.

- სამაგიეროდ ჯიქია თამაშობს რუსეთის ნაკრებში. ეცადეთ გადაგერწმუნებინათ?
- არავის გადარწმუნება არ მიცდია! უბრალოდ, ამ თემაზე არაერთხელ გვიმსჯელია. ვფიქრობ, მან არჩევანი ადვილად გააკეთა. ის აქ დაიბადა, გაიზარდა, მისი კარიერისთვისაც ეს საუკეთესო გადაწყვეტილება იყო. თანაც, საქართველოს ნაკრები რომ აერჩია, ლეგიონერი გახდებოდა.

მე სხვა გზა ავირჩიე. რუსეთის ახალგაზრდულ ნაკრებში ვთამაშობდი. საქართველოს ახალგაზრდულ ნაკრებში ასპარეზობაზე უარი ვთქვი - საჭიროდ არ ვთვლიდი, მაგრამ როდესაც პირველ ნაკრებში მიხმეს, ყველაფერი უცბად გადავწყვიტე.

- ზაფხულში კვირკველიას "ლესტერში" შეეძლო გადასვლა.
- დიახ, ჩვენ ამაზე ვილაპარაკეთ. რაღაც არ გამოვიდა.

- იტალიაში მისი საყვარელი გუნდი "იუვენტუსია". ამოაგდებდა კიელინის შემადგენლობიდან?
- "იუვენტუსი" საბას საყვარელი გუნდია? პირველად მესმის. საპოგოვში ხომ არ გეშლებათ?

- კვირკველიამ მითხრა, რომ "ენფილდზე" შოკში ჩავარდა. "ტოტენჰემთან" თქვენ ასეთივე ემოცია გქონდათ?
- ტრიბუნები მოედანთან ახლოსაა. ისე არ გულშემატკივრობენ, როგორც რუსეთში. უფრო დიდი შთაბეჭდილება შოტლანდიაში საქართველოს ნაკრების თამაშმა მოახდინა. ავტოგოლით 0:1 წავაგეთ. მთელი სტადიონი ჰიმნს მღეროდა. ასეთი შეგრძნება არსად არ მქონია. ხუთ მეტრში ერთმანეთის არ გვესმოდა. სიჩუმეში თამაშს ასეთი გარემო სჯობია.

- კალაძე ყველაზე მაგარი ქართველია, ვისთანაც ერთად გითამაშიათ?
- კიდევ იაშვილი და კობიაშვილი. კალაძის დარი ადამიანები არამარტო საქართველოში, არამედ დსთ-სა და ევროპაშიც ცოტაა. სამჯერ ითამაშა ჩემპიონთა ლიგის ფინალში და ორჯერ მოიგო! კახას გამო ბავშვობიდან "მილანს" ვქომაგობდი.

მასთან ერთად ორჯერ ვითამაშე, ხორვატიასთან, მაგალითად, 1:0-ს ვიგებდით და შემდეგ ლორიას 2 წუთში მანჯუკიჩმა და კალინიჩმა გაუტანეს. მერე ჯანო გამოჩნდა. რომ არა ტრავმა, ყველაზე მაღალ დონეზე იასპარეზებდა. ახლა "კრილიაში" წავიდა კარგად ნაცნობ მწვრთნელ ბოჟოვიჩთან. "როსტოვში" მასთან ტრამპლინი გამოუვიდა. დარწმუნებული ვარ, ჯანო მაგრად დაასრულებს სეზონს, "სპარტაკში" დაბრუნდება და თავის სიტყვას კიდევ იტყვის.

- ოქრიაშვილიც ასეთივე ტალანტია?
- ის ერთ-ერთი ყველაზე ნიჭიერი ქართველი ფეხბურთელია. უბრალოდ ტოპია. თავისი პოტენციალის ნახევარსაც არ ამჟღავნებს. სამჯერ უკეთ შეუძლია, "კრასნოდარზე" სამჯერ უკეთეს გუნდში თამაში. ახლა გუნდს ეძებს, მალე იპოვის. უარესი ფეხბურთელებიც ნახულობენ. თორნიკეს საკუთარ გუნდში აყვანას ბევრი მოისურვებს.

- "ვოლგაში" ნამდვილი ქართული ბანდა იყო. მხიარულად ატარებდით დროს?
- კი, მაგრად. გარშემო იმდენი თანამემამულე იყო. თუმცა, მინუსიც ბევრი იყო. როდესაც გუნდი აგებდა, იწყებდნენ ლაპარაკს:"აი, ეს ქართველები..."

- გოგუა "ვოლგადან" ერთი თვით სადღაც გაქრა. სად?
- თუ იმ გუნდში არ იყავით, ძნელი დასაჯერებელია ეს ისტორია. ამასთან, გოგიტას რთული ხასიათი აქვს. ერთხელ გაეღვიძა და თქვა, რომ "ვოლგაში" თამაში აღარ უნდოდა. თავს არაკომფორტულად გრძნობდა. წავიდა სახლში, დაისვენა, მერე კლუბის ხელმძღვანელობას ისევ დაუკავშირდა და დაბრუნდა. მხოლოდ ორი თვით.

მკითხველის კომენტარები / 6 /
ფლანგის მცველის ოპტიმალური წონა 94 კგ ??? რაგბში კვაჭს ითამაშებდა.
1
ამ ბიჭს ნაკრებში რატომ აღარ იძახებენ?
ირაკლი
13:29 16-03-2019
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული