იაშვილი ჩაკვეტაძის ტრავმაზე: "გენტთან" კომუნიკაციის პრობლემა გვაქვს...

AutoSharing Option
ფოტო: Gff.ge

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტმა ალექსანდრე იაშვილმა ტელეკომპანია "იმედის" ეთერში საქართველოს ნაკრების ლიდერის, გიორგი ჩაკვეტაძის ტრავმის შესახებ ისაუბრა.

მისი თქმით, სფფ-ს "გენტთან" კომუნიკაციის პრობლემა აქვს.

"გენტთან" კომუნიკაციის პრობლემა, სამწუხაროდ, არის. ჩვეულებრივი მოვლენაა, როდესაც ფეხბურთელი არის ტრავმირებული, ჩვენს ექიმს ამის შესახებ ინფორმაცია აქვს.

ავიღოთ ერთი უბრალოდ მაგალითი - სამწუხაროდ, ტრავმა მიიღო ლაშა დვალმა. პირდაპირ გამოაგზავნეს ექიმებმა სურათი და დასკვნა, თუ რა ჭირს ფეხბურთელს. ამის შემდეგ იოლია კომუნიკაცია.

სამწუხაროდ, ბელგიელებთან ეს გვიჭირს, სულ გვჭირდება ბევრი შეხსენება. ხშირად გვქონდა ხელმძღვანელობასთან საუბარი, რომ
ეს პრობლემა გამოსწორებულიყო", - განაცხადა ალექსანდრე იაშვილმა.

გიორგი ჩაკვეტაძე საქართველოს ნაკრებს ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო მატჩებში შვეიცარიისა (23 მარტი) და ირლანდიის (27 მარტი) წინააღმდეგ ვერ დაეხმარება.

altვლადიმერ ვაისი: გიორგი ჩაკვეტაძის სიტუაცია ცოტა გაუგებარია

altერთი დებიუტანტით და ჩაკვეტაძის გარეშე - საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია

მკითხველის კომენტარები / 9 /
სამწუხაროა, ალბათ რაღაცა სერიოზული სჭირს და არ აბაზრებენ. მთელი გუნდი მარტომ ათრია შარშან, ჩემპიონატი, თასი, ევროპა და ვეღარ გაუძლო. სულ მიგრძნობდა გული ცუდს, ვეღარ მიაღწია ზამთრის ფანჯარამდე, 2 თამაში დააკლდა. ორი თვე რომ მუხლი შესიებული გექნება, გაუკეთონ ოპერაცია, რას დატანჯენ, მაგის ფულის გადახდაც არ უნდათ? ფედერაცია უნდა ჩაერიოს იასნია, თუარადა გაწყვიტონ კონტრაქტი, გუნდი არ გაუჭირდება მაგას, მიხედავენ კიარადა, თან გადაჰყვებიან, ინგლიში მაგალითად. რა გუნდი კი გენტია, რას ელოლიავებით, მარა ფედერაცია არ ვარგა და ეგაა მხოლოდ. რას ქვია კომუნიკაცია არაა, კიარადა ფულის დაკარგვა არ გინდათ, 10 მილიონი ფულია.
ვასო
10:15 19-03-2019
0
არის საერთაშორისო სამართლის ნორმები. უცნაურია, "გენტზე" არ მოქმედებს?
მერაბი
09:06 19-03-2019
0
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული