იაშვილი ჩაკვეტაძის ტრავმაზე: "გენტთან" კომუნიკაციის პრობლემა გვაქვს...

AutoSharing Option
ფოტო: Gff.ge

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტმა ალექსანდრე იაშვილმა ტელეკომპანია "იმედის" ეთერში საქართველოს ნაკრების ლიდერის, გიორგი ჩაკვეტაძის ტრავმის შესახებ ისაუბრა.

მისი თქმით, სფფ-ს "გენტთან" კომუნიკაციის პრობლემა აქვს.

"გენტთან" კომუნიკაციის პრობლემა, სამწუხაროდ, არის. ჩვეულებრივი მოვლენაა, როდესაც ფეხბურთელი არის ტრავმირებული, ჩვენს ექიმს ამის შესახებ ინფორმაცია აქვს.

ავიღოთ ერთი უბრალოდ მაგალითი - სამწუხაროდ, ტრავმა მიიღო ლაშა დვალმა. პირდაპირ გამოაგზავნეს ექიმებმა სურათი და დასკვნა, თუ რა ჭირს ფეხბურთელს. ამის შემდეგ იოლია კომუნიკაცია.

სამწუხაროდ, ბელგიელებთან ეს გვიჭირს, სულ გვჭირდება ბევრი შეხსენება. ხშირად გვქონდა ხელმძღვანელობასთან საუბარი, რომ
ეს პრობლემა გამოსწორებულიყო", - განაცხადა ალექსანდრე იაშვილმა.

გიორგი ჩაკვეტაძე საქართველოს ნაკრებს ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო მატჩებში შვეიცარიისა (23 მარტი) და ირლანდიის (27 მარტი) წინააღმდეგ ვერ დაეხმარება.

altვლადიმერ ვაისი: გიორგი ჩაკვეტაძის სიტუაცია ცოტა გაუგებარია

altერთი დებიუტანტით და ჩაკვეტაძის გარეშე - საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია

მკითხველის კომენტარები / 9 /
სამწუხაროა, ალბათ რაღაცა სერიოზული სჭირს და არ აბაზრებენ. მთელი გუნდი მარტომ ათრია შარშან, ჩემპიონატი, თასი, ევროპა და ვეღარ გაუძლო. სულ მიგრძნობდა გული ცუდს, ვეღარ მიაღწია ზამთრის ფანჯარამდე, 2 თამაში დააკლდა. ორი თვე რომ მუხლი შესიებული გექნება, გაუკეთონ ოპერაცია, რას დატანჯენ, მაგის ფულის გადახდაც არ უნდათ? ფედერაცია უნდა ჩაერიოს იასნია, თუარადა გაწყვიტონ კონტრაქტი, გუნდი არ გაუჭირდება მაგას, მიხედავენ კიარადა, თან გადაჰყვებიან, ინგლიში მაგალითად. რა გუნდი კი გენტია, რას ელოლიავებით, მარა ფედერაცია არ ვარგა და ეგაა მხოლოდ. რას ქვია კომუნიკაცია არაა, კიარადა ფულის დაკარგვა არ გინდათ, 10 მილიონი ფულია.
ვასო
19 მარტი 2019 10:15
0
არის საერთაშორისო სამართლის ნორმები. უცნაურია, "გენტზე" არ მოქმედებს?
მერაბი
19 მარტი 2019 09:06
0
ვიცე პრეზიდენტი გამოდის და ამბობს კლუბთან გვაქ კომუნიკაცის პრობლემაო. აბა შენ მანდ რას მიკეთებ? წადი და დალაგე ურთიერთობა კლუბ და ფედერაციაშორის 2 ნაკრების ფეხბურთელი გვყავს იქ გეცოდინება ალბათ. ამათ რაზე უხდიან ხელფას მე ვერ ვხვდები. ბიჭო გეუბნებიან წადი და რუსეთან დალაგე ურთიერთობებიო. ჩაბრძანდი ბელგიაში ჩვენი ფულით რო ფინანსდებით და დაელაპარაკე გენტის ხემძღვანელობას
ზუგდიდი
18 მარტი 2019 16:46
3
-როგორ ეკადრება.
დ.ნ.
18 მარტი 2019 18:14
3
რამდენადაც ვიცი,კლუბს უფლება არა აქვს,სანაკრებო პაუზის დროს ფეხბურთელის ნაკრებში გაშვებაზე უარი თქვას.ამაზე სანქციებია.თუ გენტს უღირს ჯარიმის გადახდა,გადაიხადოს.აქ დათმობა არაფრით არ შეიძლება.ევროპა ვითომ კანონებით ცხოვრობს,მაგრამ ამ კანონების სათავისოდ გამოყენებას ან თუ შესაძლებლობას მისცემ, უგულებელყოფას,ყველა ცდილობს.
სოსო
18 მარტი 2019 15:36
1
Vfikrob rom gents is agizianebs, icis rom chakvetadzes did fasat gayidis, da naxevari dinamos unda gadauxados..... da exla arunda mocile. Sworad moiqca dinamos xemdzgvaneloba rom aseti kontrakti rom dado gentan. Kidev bevri chakvetadzesnairi agezardos chvens akademievs! Dinamom es moaxerxa. Jeri sxva akademievzea.............
Si
18 მარტი 2019 14:33
0
ტყუილა რო დადიხართ იქთ აქეთ კი არა ნაკრების ლიდერთან გაგზავნეთ კაცი და კლუბთანაც დალაგეთ სიტუაცია
გოგა
18 მარტი 2019 13:49
2
კლუბი ქვეყნის ეფედერაციას არ უნდა უბედავდეს ამდენს. სხვა ქვეყნის ნაკრებებს თუ უბედავენ აი მაგალითად უკრაინის? მაგრამ არაფლად გთვლიან და მაგიტოა ეგ
გოგა
18 მარტი 2019 13:47
1
ზუსტად ! თუ არ აგრძნობინეს მკაცრად, სულ ეგრე დაიკიდებენ. გენტი, ეგეც მანჩესტერ იუნაიტედი არ იყოს
:))))
18 მარტი 2019 14:08
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული