საბა კვირკველია "ლოკომოტივიდან" შესაძლო წასვლაზე: ამ ჭორებს ვინ იგონებს?

AutoSharing Option
ფოტო: fclm.ru

საქართველოს ნაკრების მცველი საბა კვირკველია რუსულ პრესაში გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც, ქართველი ფეხბურთელი "ლოკომოტივიდან" წასვლას აპირებს.

"ამ ჭორებს ვინ იგონებს? სიმართლე გითხრათ, ასეთი ინფორმაცია არ წამიკითხავს. "ლოკომოტივთან" კონტრაქტი კიდევ 2,5 წლით მაკავშირებს. აქ ყველაფერი მომწონს. მწვრთნელი მენდობა და სანამ იური სიომინს დავჭირდები, აქ ვიქნები. თუ რაიმე წინადადება იქნება, რომელიც მეც და "ლოკომოტივსაც" დაგვაინტერესებს, განვიხილავთ. ახლა კი ასეთი არაფერი ხდება და ამ თემაზე საუბარს აზრი არ აქვს", - ციტირებს კვირკველიას სიტყვებს Sportbox.ru.

27 წლის ცენტრალური მცველი "ლოკომოტივის" ღირსებას
2017 წლის ზამთრიდან იცავს, გასულ სეზონში კი "რკინიგზელებთან" ერთად რუსეთის პრემიერლიგა მოიგო.

2018-19 წლების სეზონში საბა კვირკველიას ანგარიშზე 19 მატჩი და 1 გატანილი გოლია.

altვლადიმირ ვაისი: კვირკველიას ინგლისში სათამაშოდ ყველა მონაცემი აქვს - ჯიქიას შევხვდი, მაგრამ...


მკითხველის კომენტარები / 1 /
კარგი ფეხბურთელია კარგ გუნდში, რა უნდა ინგლისის საშუალო გუნდში ჩემი აზრით უკან გადადგმული ნაბიჯი იქნებოდა, რომელი გუნდიც ადგილის შენარჩუნებისთვის იბრძვის
irakli
23:37 18-03-2019
12

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული