ფოტო: fclm.ru
საქართველოს ნაკრების მცველი საბა კვირკველია რუსულ პრესაში გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც, ქართველი ფეხბურთელი "ლოკომოტივიდან" წასვლას აპირებს.
"ამ ჭორებს ვინ იგონებს? სიმართლე გითხრათ, ასეთი ინფორმაცია არ წამიკითხავს. "ლოკომოტივთან" კონტრაქტი კიდევ 2,5 წლით მაკავშირებს. აქ ყველაფერი მომწონს. მწვრთნელი მენდობა და სანამ იური სიომინს დავჭირდები, აქ ვიქნები. თუ რაიმე წინადადება იქნება, რომელიც მეც და "ლოკომოტივსაც" დაგვაინტერესებს, განვიხილავთ. ახლა კი ასეთი არაფერი ხდება და ამ თემაზე საუბარს აზრი არ აქვს", - ციტირებს კვირკველიას სიტყვებს Sportbox.ru.
27 წლის ცენტრალური მცველი "ლოკომოტივის" ღირსებას
2018-19 წლების სეზონში საბა კვირკველიას ანგარიშზე 19 მატჩი და 1 გატანილი გოლია.
ვლადიმირ ვაისი: კვირკველიას ინგლისში სათამაშოდ ყველა მონაცემი აქვს - ჯიქიას შევხვდი, მაგრამ...