გიორგი წიტაიშვილმა უკრაინის ასაკობრივ ნაკრებს უკაპიტნა და სერბეთს გოლი გაუტანა

AutoSharing Option
ფოტო: kiev.ua

კიევის "დინამოს" 18 წლის შემტევმა გიორგი წიტაიშვილმა ევროპის ჩემპიონატის ელიტ-რაუნდში უკრაინის ნაკრების 19-წლამდელთა გუნდს უკაპიტნა და სერბეთთან ფრედ (2:2) დასრულებულ შეხვედრაში გოლიც გაიტანა.

წიტაიშვილმა გოლი მატჩის 23-ე წუთზე შეაგდო და ანგარიში გახსნა, თუმცა მისმა გუნდმა შეხვედრის მოგება ვერ მოახერხა.

ეს 18 წლის ფეხბურთელის მეათე მატჩი და მესამე გოლია უკრაინის 19-წლამდელთა ნაკრების შემადგენლობაში.

ელიტ-რაუნდის ჯგუფში უკრაინის ნაკრებთან ერთად იტალიისა და ბელგიის ნაკრებებიც არიან.

მკითხველის კომენტარები / 3 /
გიორგი წიტასქირი...
ბაჩი
18:22 21-03-2019
0
თუ ქართულად მეტყველებს და ქართულ ოჯახშია გაზრდილი აუცილებლად უნდა აირჩიოს ჩვენი ნაკრები და თუ არც ქართული იცის და არაფერი მაშინ ვერ შევედავებით უარი რომ თქვას
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული