ქართული ფეხბურთი

ლეგიონერები

ლაშა დვალი: ჩვენი გუნდი ევროპის ჩემპიონატზე მოსახვედრად იბრძოლებს!

AutoSharing Option
ფოტო: "ფერენცვაროშის" ოფიციალური საიტი

უნგრული "ფერენცვაროშის" მცველი ლაშა დვალი ვლადიმირ ვაისმა შვეიცარიასა და ირლანდიასთან მატჩების წინ ნაკრებში გამოიძახა, თუმცა ქართველი მცველი ეროვნულ გუნდს ტრავმის გამო ვერ დაეხმარა.

"ფერენცვაროშის" ვებგვერდმა კლუბის ოფიციალურ სპონსორ "ფოლკსვაგენთან" ერთად ლაშასთან ინტერვიუ ჩაწერა.

- ლაშა, რა მანქანით დადიხარ ყოველდღე ვარჯიშებზე?
- ამ ეტაპზე მხოლოდ მანქანის ქირაობა შემიძლია და "ფოლკსვაგენის" Sportsvan-ს ვატარებ. კმაყოფილი ვარ ამ მანქანით. ის ძალიან მოცულობითი და კომფორტულია, ყველგან მიმიყვანს, სადაც მოვისურვებ.

- როდის დაიწყე მანქანის ტარება? გამოცდილი მძღოლი ხარ?
- პირველად საჭესთან 18 წლის ასაკში
დავჯექი. ასე რომ, უკვე 5 წელია, მანქანას ვატარებ და, ვფიქრობ, საკმაოდ კარგად გამომდის.

- სამწუხაროდ, საქართველოს ეროვნულ ნაკრებს ტრავმის გამო ვერ დაეხმარე. როგორ აფასებ ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს მოხვედრის შანსებს?
- პირველი ნაბიჯი ერთა ლიგაზე გადავდგით, სადაც ნახევარფინალის საგზური მოვიპოვეთ. თუმცა, შესარჩევი ეტაპი ჩვენთვის დამატებითი შანსია და მის გამოყენებას უნდა ვეცადოთ. ვწუხვარ, რომ გუნდს ვერ დავეხმარე, მაგრამ პოზიტიურად ვარ განწყობილი. ჩვენი გუნდი ევროპის ჩემპიონატზე მოსახვედრად იბრძოლებს!

მომზადებულია fradi.hu-ს მიხედვით

ასევე დაგაინტერესებთ