თემურ ქეცბაიას გიორგი ლორია და თორნიკე ოქრიაშვილი "ანორთოსისში" მიჰყავს?

AutoSharing Option
ფოტოები: goal.com.cy/gff.ge

თემურ ქეცბაიამ უკვე გააფორმა ფამაგუსტას "ანორთოსისთან" ორწლიანი კონტრაქტი და მუშაობასაც შეუდგა, ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა goal.com.cy ავრცელებს.

კვიპროსული მედიასაშუალებების მტკიცებით კი, ხორვატი მცველი გორდონ შილდენფელდი ზაფხულში კლუბიდან წასვლას გეგმავდა, "ანორთოსისის" ხელმძღვანელობამ კი მასთან მოლაპარაკებებზე ქეცბაიაც მიიწვია.

ქართველმა სპეციალისტმა შილდენფელდს საკუთარი გეგმები გააცნო, რის შემდეგაც გამოცდილმა ხორვატმა მცველმა კლუბთან ახალი კონტრაქტის გაფორმება გადაწყვიტა.

ანალოგიური პროცესი წარიმართა კიდევ ერთი ლეგიონერის, სლოვაკი ანდრაჟ სტრუნას შემთხვევაშიც, რომელიც ქეცბაიას მოსვლის გამო კლუბს აღარ შეიცვლის.

გარდა ამისა, "ანორთოსისში", სადაც ამ დროისთვის ბექა მიქელთაძე და
ნიკა კაჭარავა
ასპარეზობენ, ქართველი ლეგიონერების რიცხვი, შესაძლოა, კიდევ გაიზარდოს. ქეცბაიამ უკვე შეათანხმა ორწლიანი კონტრაქტი თორნიკე ოქრიაშვილთან, რომელიც ამჟამად უკლუბოდაა.

არაა გამორიცხული, ზაფხულში "ანორთოსისის" რიგებში გამოცდილი მეკარე გიორგი ლორიაც გამოჩნდეს, რომელთანაც ქეცბაიას კარგი ურთიერთობები აკავშირებს.

მკითხველის კომენტარები / 12 /
დახოცავენ ქეცბა და ოქრი ერთმანეთს
lsd
02 აპრილი 2019 11:24
0
ქეცბას ხასიათიდან გამომდინარე არა მგონია 2 წელი გაძლოს!
tazo
02 აპრილი 2019 09:56
1
ლორია კვიპროსისთვის არ მემეტება. ოქრიაშვილი უკლუბოდაა, შეიძლება ერთი წელი იქ გაატაროს და მერე უკეთეს ჩემპიონატში გადავიდეს.
მერაბი
02 აპრილი 2019 09:15
0
თუ გდავა ანორთოსისში, იმედია ქეცბაია სახეს გააძრობს და აიძულებს მუშაობას. თუ არ ივარჯიშებს არაფერი არ გამოვა.
ბიძგვინა
02 აპრილი 2019 07:39
0
რაც ოქრიკა არ თამაშობს ტოტალიზატორშიც ვეღარ ვიგებ რა აზრი არ ააქ ლეგიონერების მოგებაზე თამაშს..ისე ოქრიაშვილის დამსახურებაა რომ აჭარაბეთზე დამბლოკეს 2 წლით ეს ის წლებია ტრამვა რომ ქონდა მე კიდე აჭარაბეთი არ მქონდა, კრასნოდარი-ზენიტი 84 წუთზე ბილეთი დავაზღვიე
((ჩემი განვითარებული ჭკუით^_^)) 1იანი მქონდა და 2იანი დავდე 84_წუთზე 0-0 იყო ანგარიში 86_ზე ზენიტმა გაიტანა და აჭარაბეთისგან 500 ლარიან შემოთავაზებზე 89 წუთზე სასტავმა შევთანხმდით რომ თოკოზე უნდა გვექომაგა მაინც, ამის შემდეგ ოქრიკამ საჩუქარი გაგვიკეთა 2-1 მოვიგეთ და 2600იც მოვიგე ულამაზესი მაკრატელათი 500 ლარი მაგრად შეეჭვად არაფერში მოგებული აჭარაბეთს,,, ამით იმის თქმა მინდა რომ,ძალიან დიდი სურვილი მაქვს ოქრიკამ თავისი თამაში როგორც ნაკრებში თამაშობს ისე კლუბშიც ითამაშოს, ვფიქტობ მიაღწევს კარგი ფორმის პიკს, ჩავარდნა ყველა ფეხბურთელს ქონია და ტრავა. კარგიიქნება თუ ეს მართალი იმფორმაციაა ვფიქრობ 10 ნომერი და ლიდერობას შეძლებს,,წარმატებები ოქრიკას და ბიჭებს.ნაკრებს ჭირდება ეგ ბიჭი კარგ ფორმაში !!!
ჩორნა
02 აპრილი 2019 06:27
0
ლორია ამ ეტაპზე კარგ ლიგაში და კარგ ქვეყანაშია. ოქრის იქნებ რამე წაადგეს, უკვე ისე აღარ მჯერა ისეთი უდისციპლინოა, თან ტრამვებიც დაებედა.
Geo_Dinamo
01 აპრილი 2019 22:46
3
რა იცი ოქრიაშვილის უდისციპლინობის შესახებ, 21 წლის რომ გახდა იმის შემდეგ რა უდისციპლინობაშია შემჩნეული?
aburjga
02 აპრილი 2019 08:39
0
ოქრიაშვილს ყველანაირი წინაპირობა აქვს, რომ ნამდვილი ფეხბურთის თამაში დაიწყოს - პირველ რიგში მწვრთნელი, რომელიც ძალიან ენდობა. აქ არაფრით არ უნდა გაუჭირდეს თავის დამკვიდრება და პოტენციურად - ევროთასებზე თამაშიც.
Lasha
01 აპრილი 2019 22:00
0
არამგონია ეგ უდისციპლინობა ქეცბაიასთან გაბედოს, გადაახევს ბურთს თავზე! )))
fsiuuu
02 აპრილი 2019 05:22
0
კარგია ისე ერთ გუნდში ბევრი ნაკრების ფეხბურთელი და უფრო კარგი იქნება თუ ჩემპიონები გახდებიან. კვიპროსის ჩემპიონატის დონისთვის ლორია და ოქრიაშვილი ფუფუნება მგონია და აშკარად გაძლიერებენ გუნდს. ოქრიაშვილი თავისუფლად უნდა თამაშობდეს წამყვანი ლიგების რომელიმე საშვალო გუნდში
გოგა
01 აპრილი 2019 20:45
1
ლორიას ხელი არ დაახლოს :დ ძლივს მოხვდა ისეთ ქვეყანაში, სადაც ძალიან კარგი პირობებია ფეხბურთელისთვის და თან არც მგონია რომ ლორია წავიდეს გერმანიიდან უკვე.. ოქრის რაც შეეხება ალბათ ჯობია წავიდეს და ისწავლოს სტაბილურად თამაში ამ უდიდესი ნიჭის პატრონმა
ზუზუ
01 აპრილი 2019 16:48
1
მეც დამიმატეთ რა კაცურად.
Igroki
01 აპრილი 2019 15:15
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული