ქართული ფეხბურთი

ლეგიონერები

"გენტი" ისევ დამარცხდა - გიორგი ქვილითაია მხოლოდ 8 წუთი ათამაშეს

AutoSharing Option
3 აპრილს, ბელგიის ჩემპიონატის პირველი ექვსეულის მატჩში ქართველების "გენტი" სახლში "სტანდარდთან" 1:2 დამარცხდა.

ეს ტურნირზე "გენტის" ზედიზედ მეორე წაგებაა - წინა ტურში "ბრიუგესთან" 0:3 განადგურდა.

შეხვედრის განაცხადში კვლავ არ იყო ტრავმირებული გიორგი ჩაკვეტაძე, რომლის დაბრუნებასაც 13 აპრილს "ანტვერპენთან" მატჩში ვარაუდობენ, თუმცა ჩვენი ინფორმაციის ახალგაზრდა ქართველი შესაძლოა უკვე 6 აპრილს "გენკთან" მატჩში ვიხილოთ.

თავდამსხმელი გიორგი ქვილითაია ამჯერად კი ათამაშეს, მაგრამ მხოლოდ 82-ე წუთზე შეუშვეს შეცვლაზე.

"გენტი" 25 ქულით მე-6 ადგილზეა.

გენტი. "ჩელამგო არენა"
გენტი - სტანდარდი 1:2
გოლები: 0:1 ემონდი (45), 1:1 ვერსტრაეტე
(46), 1:2 მარინი (89, პენ)



ასევე დაგაინტერესებთ