კითხვაზე, ვინ არის გუნდში ყველაზე მხიარული ფეხბურთელი, ჩორნიმ ქართველი ცენტრალური მცველი საბა კვირკველია დაასახელა.
"ამბობენ, რომ საბა კვირკველია ხშირად ხუმრობს, მაგრამ ის ჩვენთან ერთად სოჭში არ ყოფილა. ამიტომ არ ვიცი", - განაცხადა არტურ ჩორნიმ.
ის სანაკრებო პაუზის დროს მოსკოვის "ლოკომოტივთან" ერთად სოჭში შეკრებაზე ხვიჩა კვარაცხელიასთან ერთად იმყოფებოდა.