ქართველ მცველ ლუკა ლოჩოშვილს სლოვაკურ "ჟილინაში" დებიუტი ჰქონდა.
20 წლის ფეხბურთელმა "დუნაისკა სტრედასთან" წაგებულ (0:1) მატჩში ითამაშა.
მატჩის შემდეგ ქართველმა მცველმა "ჟილინას" ვებგვერდთან კომენტარი გააკეთა:
20 წლის ფეხბურთელმა "დუნაისკა სტრედასთან" წაგებულ (0:1) მატჩში ითამაშა.
მატჩის შემდეგ ქართველმა მცველმა "ჟილინას" ვებგვერდთან კომენტარი გააკეთა:
"ბევრი საგოლე მომენტი გვქონდა, მაგრამ ეს შედეგში ვერ ავსახეთ. "დუნაისკა სტრედას" წინააღმდეგ თბილისის "დინამოს" ფორმითაც მითამაშია. მიხარია, რომ სადებიუტო შეხვედრა ჩავატარე და დაცვაში ცუდად არ მითამაშია", - განაცხადა ლუკა ლოჩოშვილმა.
ახალგაზრდა ფეხბურთელი სლოვაკურ კლუბს თბილისის "დინამოდან" მიმდინარე წლის ზამთარში შეუერთდა.
ლუკა ლოჩოშვილი კარიერას სლოვაკეთში გააგრძელებს