ნიკა კვეკვესკირი ყაზახური პრემიერლიგის ტურის სიმბოლურშია

AutoSharing Option
ყაზახურმა გამოცემა Sports.kz-მ "ტობოლის" ნახევარმცველი ნიკა კვეკვესკირი ტურის სიმბოლურ გუნდში შეიყვანა.

ქართველი ფეხბურთელის კლუბმა გასულ ტურში "აქტობე" დაამარცხა (2:1), კვეკვესკირმა კი შეხვედრაში საგოლე გადაცემა შეასრულა.

გარდა ამისა, Instant-ის რეიტინგით, მან მაქსიმალური ქულა - 300 დაიმსახურა. ნიკამ მიიღო მონაწილეობა მეორე გოლშიც - მის წამოწყებულ იერიშს თერთმეტმეტრიანი მოჰყვა, რომლითაც შეხვედრაში ანგარიში გაიხსნა.

Sportall.Ge

მკითხველის კომენტარები / 1 /
კვეკვესკირი ძალიან მაგარი ფეხბურთელია, გინდა გამჭოლი პასი, გინდა დარტყმა, ბურთის დაჭერა, ფიზიკაც.... ყველაფერი აქვს ამ კაცს. მიდი ნიკა, კიდევ მოუმატე!
aburjga
07:50 15-04-2019
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული