გიორგი პაპუნაშვილმა გუნდთან ერთად ვარჯიში დაიწყო

AutoSharing Option
"სარაგოსას" საიტის ცნობით, ქართველმა ნახევარმცველმა გიორგი პაპუნაშვილმა ტრავმა მოირჩინა და გუნდთან ერთად ივარჯიშა.

პაპუნაშვილმა იანვარში მიღებული კოჭ-წვივის ტრავმა საქართველოში მოირჩინა და მწყობრში ჩადგა.

გუნდის მწვრთნელი ვიქტორ ფერნანდესი გაახარა გიორგის და მცველ ალბერტო ბენიტოს გამოჯანმრთელებამ და 14 აპრილს "ალკორკონთან" მატჩში მათი დახმარების იმედი აქვს.

"სარაგოსა" 33 ტურის შემდეგ 38 ქულით მე-16 ადგილზეა და გასავარდნ ზონას 5 ქულა აშორებს.

პაპუნაშვილმა სეგუნდადივიზიონის მიმდინარე გათამაშების 9 მატჩში 2 გოლი გაიტანა.

მკითხველის კომენტარები / 1 /
ტიპს ესპანეთში ვერ გაუგეს ვერაფერი და ქართველმა ექიმებმა მოარჩინეს? ალბათ ქართულმა ნანამ უშველა, ანდა ხაბაზთან იქნებოდა. ხომ ხედავთ რა დონეზეა საქართველოში მედიცინა. საოცარი ხალხი ვართ ქართველები.წამოვა დამტვრეული ესპანელები აწი თბილისში სამკურნალოდ, იქ ვერ მკურნალობენ. აი ფაქტი
auuu
22:18 10-04-2019
8
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული