ქართული ფეხბურთი

ლეგიონერები

matchtv.ru: აზროვნება ჯანო ანანიძეს არ აკლია, "სპარტაკი" კი ახლა უტვინოა

AutoSharing Option
კი გაუშვა "სპარტაკმა" ნახევარმცველი ჯანო ანანიძე იჯარით "კრილია სოვეტოვში", მაგრამ ამით საქმეს როდი უშველა, რუსეთის პრემიერლიგის 22-ე ტურში ცსკა-სთან 0:2 წააგო და 36 ქულით მე-5 ადგილზეა. matchtv.ru-ს ჟურნალისტმა ევგენი ძიჩკოვსკიმ "სახალხო გუნდის" პრობლემებზე ისაუბრა და ანანიძეც მოიხსენია.

"რითი შეუშალა ჯანო ანანიძემ "სპარტაკს" ხელი?

ამაზე ათასჯერ ითქვა და თავის გამოჩენის შანსი ქართველს არაერთხელ მიეცა. თუმცა, აზროვნება მას ნამდვილად არ აკლია, "სპარტაკი" კი ახლა სწორედ უტვინოა. მითხარით, ვინ არის გუნდის მთავარი პროცესორი? იცით, რაღაცნაირად დაქსაქსულია. შაბათს არც ერთი გადაცემა არ გახდა საგოლე.

ფლანგები უმოქმედოა, სუფთა პლეიმეიკერი არ არის, ჰანი ამ როლს ვერ ქაჩავს, გლუშაკოვს სხვა ამოცანებიც თავზესაყრელად აქვს. რამდენადაც გასაკვირი უნდა იყოს, ცსკა-სთან შეხვედრაში გამთამაშებელი უფრო ზე ლუიში იყო, მაგრამ წინ "სპარტაკს" შემტევთა ერთობა არ ჰყოფნიდა.

არ ჰყავდა ადამიანი, რომელთანაც თავდასხმის დეპარტამენტის ნებისმიერი წარმომადგენელი გარანტირებულად ათამაშდებოდა. ამ სიტუაციაში ანანიძე ხელს შეუშლიდა? კარგით, ვთქვათ ანანიძე არა, ვინმე სხვა ხელს შეუშლიდა? არა".

ასევე დაგაინტერესებთ