"კვირკველიამ ხვიჩას უთხრა, ჩორლუკას ეს აღარ გაუკეთო, თორემ..." - იცით, რა ქნა კვარაცხელიამ?

AutoSharing Option
საფეხბურთო კომენტატორმა ნობელ არუსტამიანმა Sport24-თან ინტერვიუში მოსკოვის "ლოკომოტივის" 18 წლის ქართველ ფეხბურთელზე, ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა.

"როცა თბილისში ვიყავი, საფეხბურთო წრეებიდან ადამიანები ხვიჩა კვარაცხელიაზე მიყვებოდნენ. პრინციპში, მასზე უფრო ადრეც მიყვებოდნენ. მეუბნებიან: "შენ უბრალოდ არ იცი, რა ფეხბურთელია ხვიჩა! მას 18 წელი თებერვალში შეუსრულდა, მაგრამ გასულ წელს "ბენფიკას" წარმომადგენელი იყო მის აგენტთან ჩამოსული და 1 მლნ ევროს და შემდგომი გაყიდვიდან 10 პროცენტს სთავაზობდა".

"ლოკომოტივში" ასეთი ისტორია აქვს: ერთ-ერთ ვარჯიშზე მან ჩორლუკას ორჯერ ფეხებს შორის გაუტარა ბურთი. ეს არაკორექტულად ითვლება, როცა 18 წლის
ბიჭი გუნდის ლიდერს და კაპიტანს ასეთ რამეს უკეთებს. ამბობენ, მასთან კვირკველია მივიდა და უთხრა: "ხვიჩა, კიდევ ერთხელ იზამ ამას და ჩორლუკა არასწორად გამოეხმაურება".

იცით, რა გააკეთა ხვიჩამ? მომდევნო ჯერზე მან ბურთი ზედ გადაატარა, ფეხებს შორის კი არა, ზედ გადაატარა და გვერდიდან მოუარა", - თქვა არუსტამიანმა.

მკითხველის კომენტარები / 13 /
ვარჯიშზე თანაგუნდელს აუცილებელი თუ არაა არ უნდა ეკაიფო ფინტებით.თუმცა არამგონია ხვიჩა სპეციალურად აკეთებდა. მე მგონის ვატო და ხვიჩა მოხსნიან ნაკრებში თავდამსხმელის პრობლემას
გოგა
19:05 13-04-2019
2
ამ მედალს 2 მხარე აქვს , თუკი ჩორლიკას არ წყინს მაშინ შეიძლება , და თუ ხუმრობაში ატარებენ ამ ყველაფერს. თუ არადა უნდა გაჩერდეს მართლა არ შეიძლება ... უტაროს კვირკველიას ფეხებშორის ))) საბას არ ეწყინება... არუსტამიანი კიდე სომეხი ჩანს და არამგონია ძაან ახარებდეს ეს ყველაფერი შეიძლება ძაბავს უბრალოდ სიტუაციას ...
benji
15:39 13-04-2019
14
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული