ლაშა დვალმა უნგრეთის ჩემპიონატზე მეორე გოლი გაიტანა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
13 აპრილს, უნგრეთის ჩემპიონატის 28-ე ტურში ლაშა დვალის "ფერენცვაროშმა" სტუმრად 2:1 დაამარცხა "მეზოკოვესდ-ზსორი".

ამ მატჩში დვალმა გოლი 48-ე წუთზე გაიტანა. შეგახსენებთ, ლაშამ გოლი წინა ტურში "პაკშისაც" გაუტანა, მაგრამ რიკოშეტი იყო და მის ანგარიშზე არ ჩათვალეს. ოფიციალურად კი დვალმა პირველობის 8 შეხვედრაში 2-ჯერ დალაშქრა მეტოქეთა კარი.

"ფერენცვაროში" 64 ქულით პირველ ადგილზეა, უახლოეს მდევარ "ვიდეოტონს", რომელსაც 1 თამაშით ნაკლები აქვს ჩატარებული,  11 ქულით უსწრებს და ამ გუნდს 20 აპრილს უმასპინძლებს.



მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული