ქართული ფეხბურთი

ლეგიონერები

ნიკა კვეკვესკირმა გაიტანა - "ტობოლი" პოტენციური ლიდერია

AutoSharing Option
14 აპრილს, ყაზახეთის ჩემპიონატის მე-6 ტურში ქართველების "ტობოლმა" სტუმრად 2:1 დაამარცხა "ოკჟეტეპსი".

ამ მატჩში ანგარიში შესვენებაზე გასვლის წინ ნიკა კვეკვესკირმა გახსნა, რომელიც 87-ე წუთზე შეცვალეს. მისმა თანაგუნდელმა ჯაბა კანკავამ კი შეუცვლელად ითამაშა.

"ტობოლი" 15 ქულით მე-2 ადგილზეა, ლიდერ "ასტანას" 1 ქულით ჩამორჩება და თანაც, 1 მატჩით ნაკლები აქვს ჩატარებული.

20 აპრილს "ტობოლი" "ჟეტისუს" უმასპინძლებს.

კოკშეტაი". "ოკჟეტეპსი". 3 000 მაყურებელი
ოკჟეტეპსი - ტობოლი 1:2
გოლები: 0:1 კვეკვესკირი (42), 0:2 ფედინი (56), 1:2 ნუსერბაევი (90)
გაძევება: ზულპა (71, ტობოლი)
ასევე დაგაინტერესებთ