"ანორთოსისმა" მოიგო - ნიკა კაჭარავა 3 წუთი ათამაშეს, ბექა მიქელთაძე - არც ერთი

AutoSharing Option
15 აპრილს, კვიპროსის ჩემპიონატზე "ანორთოსისმა" საკუთარ მოედანზე 3:2 სძლია "ერმისს" და მეორე ექვსეულში პირველ ადგილზეა.

"ანორთოსისის" მწვრთნელმა იურგენ სტრეპელმა ნიკა კაჭარავა 87-ე წუთზე შეუშვა შეცვლაზე; ბექა მიქელთაძე განაცხადში კი შეიყვანა, მაგრამ არ ათამაშა.

კაჭარავამ ამ სეზონში ჩემპიონატზე 22 მატჩში 4 გოლი გაიტანა, ხოლო მიქელთაძემ - 22 მატჩში 2 გოლი.

როგორც იუწყებიან, ზაფხულში ფამაგუსტურ გუნდს თემურ ქეცბაია ჩაიბარებს, თუმცა ის ამბობს, რომ ეს ჯერ საბოლოოდ არ გადაუწყვეტია.

მკითხველის კომენტარები / 3 /
გუნდების ჩამონათვალს,რომ შევხედოთ სადაც ქართველი ფეხბურთელები თამაშობენ პრეტენზია საერთოდ არ უნდა გვქონდეს და ვაისს არ უნდა დავაბრალოთ ფეხბურთელების უნიათობა.ვაისმა სლოვაკეთის ნაკრებთან ერთად თავისი სიტყა თქვა მოგეხსენებათ!!!აი ჭ კლასში ვქაჩავთ და იმედია ჭ კლასის ჩემპიონები გავხდებით:)
ლაშა
13:34 16-04-2019
2
მიქელთაძემ ახალი კლუბი ეძებოს აჯობებს, ღრმა სათადარიგო გახდა ანორთოსისში.
dato
10:37 16-04-2019
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული