"კრილია სოვეტოვის" ოფიციალური ვებგვერდის ინფორმაციით, სამარელთა რიგებში საერთო ჯგუფთან ერთად ვარჯიში განაახლა ჯანო ანანიძემ.
ქართველმა ლეგიონერმა წინა ტურის მატჩი გამოტოვა, რომელშიც "კრილია სოვეტოვმა" ყაზანის "რუბინი" 1:0 დაამარცხა.
მომდევნო ტურში კი სამარელები სტუმრად ითამაშებენ მოსკოვში ადგილობრივი "დინამოს" წინააღმდეგ. მატჩი 20 აპრილს, თბილისის დროით 19:30 წუთზე გაიმართება და იმედია, ჯანო ანანიძე მასში მონაწილეობას მიიღებს.
ჯანო ანანიძე შესაძლოა, ზაფხულში "კრასნოდარში" გადავიდეს
ჯანო ანანიძის აგენტი: "კრასნოდარი" შესანიშნავი კლუბია, მაგრამ არ დამკავშირებიან