ქართული ფეხბურთი

ლეგიონერები

ჯანო ანანიძე მოსკოვის "დინამოსთან" სათამაშოდ ემზადება

AutoSharing Option
სამარის "კრილია სოვეტოვი" რუსეთის პრემიერლიგის 24-ე ტურისთვის მზადებას შეუდგა.

"კრილია სოვეტოვის" ოფიციალური ვებგვერდის ინფორმაციით, სამარელთა რიგებში საერთო ჯგუფთან ერთად ვარჯიში განაახლა ჯანო ანანიძემ.

ქართველმა ლეგიონერმა წინა ტურის მატჩი გამოტოვა, რომელშიც "კრილია სოვეტოვმა" ყაზანის "რუბინი" 1:0 დაამარცხა.

მომდევნო ტურში კი სამარელები სტუმრად ითამაშებენ მოსკოვში ადგილობრივი "დინამოს" წინააღმდეგ. მატჩი 20 აპრილს, თბილისის დროით 19:30 წუთზე გაიმართება და იმედია, ჯანო ანანიძე მასში მონაწილეობას მიიღებს.