The Latest News: გიორგი ჩაკვეტაძე "გენტის" ძირითადში რამდენიმე მიზეზის გამო იქნება

AutoSharing Option
The Latest News-ი წერს, რომ ბელგიის ჩემპიონატის შემდეგ მატჩში გიორგი ჩაკვეტაძე "გენტის" ძირითად შემადგენლობაში იქნება.

გამოცემა რამდენიმე მიზეზს ასახელებს.

  • პირველი გახლავთ უკრაინელი რომან ბეზუსი, რომელიც ბოლო კვირების განმავლობაში ძალიან ცუდად თამაშობს. მიუხედავად იმისა, რომ "სენტ ტრუიდენიდან" გადმოსულმა უკრაინელმა ახალ კლუბში კარგად დაიწყო, ბოლო დროს ძალიან მოუკლო და პროდუქტიული აღარ არის.
  • მეორე მიზეზიც ფეხბურთელია, ოღონდ სხვა. გამოცემა ამბობს, რომ "ანტვერპენთან" გამართული შეხვედრა ჯონათან დევიდისთვის ერთ-ერთი ბოლო თამაში იყო "გენტში", მიუხედავად იმისა, რომ "გენტის" მწვრთნელი მასში ნიჭს ხედავს.
  • ამ ყველაფერს დაემატა ის,
    რომ ჩაკვეტაძემ ტრავმა მოიშუშა. გამოცემა მას 10 ნომრის პოზიციაზე მოიაზრებს და წერს, რომ "როცა ჩაკვეტაძეს ტრავმა არ აქვს, ის ჩაკვეტაძეა".

ზემოთ აღნიშნულის გათვალისწინებით, გამოცემა შემდეგ შეხვედრაში "გენტის" ნახევარდაცვას ამგვარი ფორმით ხედავს: ვერსტრატი, ოჯიჯა-ოფოე და გიორგი ჩაკვეტაძე.

შემდეგ მატჩს "გენტი" "ანდერლეხტის" წინააღმდეგ სტუმრად 21 აპრილს გამართავს. მატჩი თბილისის დროით 20:00 საათზე დაიწყება.

მკითხველის კომენტარები / 2 /
სად არის ლამის დაგვაჯერეთ თითქოს ბარსელონა ყიდულობსო. სადაც არის იქაც კითხვის ნიშნის ქვეშ არის თურმე მაგის ძირითად შემადგენლობაში თამაში. ატეხავთ ხოლმე ტყუილა ერთ ამბავს
გია
01:52 19-04-2019
10
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული