Fantagazzetta: სპალ-თან მატჩში ლევან მჭედლიძე ძირითადში იქნება

AutoSharing Option
იტალიური გამოცემა Fantagazzetta ვარაუდობს, რომ სერია A-ს 33-ე ტურში სპალ-ის წინააღმდეგ ლევან მჭედლიძე "ემპოლის" ძირითად შემადგენლობაში იქნება.

გამოცემის მიხედვით, "ემპოლიში" ისედაც ბევრი ტრავმირებული იყო. ამას დაემატა ისიც, რომ "ატალანტასთან" ორმა ფეხბურთელმა მიიღო ტრავმა. ამის გათვალისწინებით, ლევან მჭედლიძე ერთადერთი რეალური კანდიდატია თავდასხმაში კაპუტოსთან შესაწყვილებლად.

ვნახოთ, თუ გამართლდება გამოცემის მოლოდინები. აღნიშნული შეხვედრა "ემპოლისა" და სპალ-ს შორის შაბათს, 20 აპრილს, თბილისის დროით 17:00 საათზე გაიმართება.

მკითხველის კომენტარები / 2 /
და ლადო დვალიშვილზე რატო არაფერს არ წერთ???? ეგაა ჩვენი ერთადერთი თავდამსხმელი და არა ტრავმლიძე
ლადოს ფანი
18 აპრილი 2019 18:20
9
აუ, კი რა, ამ კაცზე აღარ დაწეროთ არაფერი, ასეთი არაფერი მინახია, სულ ტრავმა რანაირად შეიძლება ქონდეს ადამიანს, ათი წელი კაცო? , მაგას ჯობია ახალგაზრდებზე მოგვაწოდოთ ინფორმაციები, რა გახდა ეს ბიჭი, არც საქართველოს გამოადგა, არც თავის კლუბს, დავიტანჯეთ ყველა ერთად, წარმატებები მას და ყველა ქართველს.
18 აპრილი 2019 18:07
5

სიახლეები პოპულარული