ქართული ფეხბურთი

ლეგიონერები

Fantagazzetta: სპალ-თან მატჩში ლევან მჭედლიძე ძირითადში იქნება

AutoSharing Option
იტალიური გამოცემა Fantagazzetta ვარაუდობს, რომ სერია A-ს 33-ე ტურში სპალ-ის წინააღმდეგ ლევან მჭედლიძე "ემპოლის" ძირითად შემადგენლობაში იქნება.

გამოცემის მიხედვით, "ემპოლიში" ისედაც ბევრი ტრავმირებული იყო. ამას დაემატა ისიც, რომ "ატალანტასთან" ორმა ფეხბურთელმა მიიღო ტრავმა. ამის გათვალისწინებით, ლევან მჭედლიძე ერთადერთი რეალური კანდიდატია თავდასხმაში კაპუტოსთან შესაწყვილებლად.

ვნახოთ, თუ გამართლდება გამოცემის მოლოდინები. აღნიშნული შეხვედრა "ემპოლისა" და სპალ-ს შორის შაბათს, 20 აპრილს, თბილისის დროით 17:00 საათზე გაიმართება.