გოგა გახოკიძე: გიორგი ჩაკვეტაძემ კონტრაქტი სექტემბერში გაახანგრძლივა - ვმუშაობთ, გვინდა კარგ გუნდში გადავიდეს

AutoSharing Option
19 აპრილს ბელგიურმა Het Nieuwsblad-მა იუწყა, რომ ნახევარმცველმა გიორგი ჩაკვეტაძემ "გენტთან" კონტრაქტი 2022 წლის ზაფხულამდე გააგრძელა. ამასთან დაკავშირებით "რუსთავი 2"-ის "კურიერის" საინფორმაციო გამოშვებაში კომენტარი ფეხბურთელის მენეჯერმა გოგა გახოკიძემ გააკეთა.

"ეს არ არის სწორი ინფორმაცია. კლუბს კონტრაქტის 1 წლით გახანგრძლივება მოუნდა, მაგრამ ეს მოხდა არა ახლა, არამედ 2018 წლის სექტემბერში.

გიომ ტრავმის შემდეგ 2 მატჩი ითამაშა, რა თქმა უნდა, უნდა ჩაამთავროს სეზონი. კიდევ აქვს შეხვედრები დარჩენილი, ჩემპიონატზე 6, თასის ფინალიც და შემდეგ შევხედავთ. ახლა ძნელია ლაპარაკი, სად გადავა. მთავარია, ჯანმრთელად იყოს.
ჩვენც ვმუშაობთ. გვინდა კარგ გუნდში გადავიდეს".

"გენტი" ჩემპიონატის მორიგ მატჩს 21 აპრილს ბრიუსელში "ანდერლეხტთან" ჩაატარებს.

მკითხველის კომენტარები / 7 /
დღე გენტის თამაშს აჩვენებს ვინმე?
Valo
20 აპრილი 2019 16:20
0
ამსტერდამის აიაქს მოუხდებოდა და პერსპექტივაც უფრო მეტი იქნებოდა იქიდან
გიორგი
20 აპრილი 2019 13:55
0
ნამდვილად მოუხდებოდა “აიაქსს” და მის სტილსაც შეეწყობოდა, თანაც ზაფხულში მაგ გუნდიდან ბევრი წავა და ეს გიოსთვის ხელშემწყობი ფაქტორია. გოგა გახოკიძევ და გიოს სხვა აგენტებო, დაელაპარაკეთ “აიაქსი”-ს უფროსობას! თანაც, მანდ ხომ გენერალური დირექტორი ვან დერ საარია, არველაძის მეგობარი და თუ საჭიროა, შოთაც ჩართეთ
qomagi
20 აპრილი 2019 15:24
1
რატომღაც მგონია რომ ეს გენტს ვერ გასცდება ისევე როგორც ყაზაიშვილი ვერ გასცდა ვიტესის დონეს, რომა, ლაციო, ბავარია... ეს ყველაფერი აგენტების ხრიკია რომ ყურადღება მიიქციონ მათი კლიენტის მიმართ და რეალობასთან არაფერი საერთო არ აქვს.
gio
20 აპრილი 2019 13:09
16
ყაზაიშვილი არასოდეს არ ყოფილა გუნდში საუკეთესო ან ლიდერი ასე რომ მაგას არანაირი შანსი არ ჰქონდა უფრო ძლიერ გუნდში გადასვლის.
Felisio
20 აპრილი 2019 15:09
0
ბრმა და ბოღმა ხარ გიო, ფეხბურთიც არ გესმის
valderrama
20 აპრილი 2019 14:42
6
დარჩეს 2 წელი ჯობია
გელა ნუგზარაშვილი
20 აპრილი 2019 08:54
8

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული