ქართული ფეხბურთი

ლეგიონერები

sports.ru: "ლოკომოტივი" ულამაზესი სეივებით "მეკარე" საბა კვირკველიამ გადაარჩინა

AutoSharing Option
რუსეთის პრემიერლიგის 24-ე ტურში ქართველების "ლოკომოტივი" ცსკა-ს დაუზავდა - 1:1.

ეს მატჩი მცველმა საბა კვირკველიამ შეუცვლელად ჩაატარა, ხოლო ნახევარმცველი ხვიჩა კვარაცხელია ისევე როგორც წინა ტურში "ახმატთან", სათადარიგო იყო.

კვირკველიამ არაერთხელ გადაარჩინა თავისი გუნდი. აი, რას წერს მის შესახებ შეხვედრის მიმოხილვაში sports.ru:

"საბა კვირკველია თითქმის როგორც მეკარე.

ცსკა გაშვებული გოლის შემდეგ გამოფხიზლდა, მაგრამ "ლოკომოტივი" სივრცეს უზღუდავდა და გასაქანს არ აძლევდა, ხოლო როდესაც რაღაც მაინც  გამოსდიოდა, საქმეში მეკარე კვირკველია ერთვებოდა.

მან 4-ჯერ დაბლოკა არმიელთა დარტყმები და ორი მათგანი 33-ე წუთზე ულამაზესი სეივები
იყო. თავიდან ქართველმა ვარდნაში მოიგერია ბურთი, რამდენიმე წამში კი კარის კუთხეში გადაგზავნილი ბურთი მაღალ ნახტომში თავით უკუაგდო".

ცსკა-ს გატანილ გოლს რაც შეეხება, საბამ თავდამსხმელი ჩალოვი დრიბლინგისას აიძულა მარჯვნივ გაწეულიყო, მაგრამ დარტყმაში ხელი ვერ შეუშალა და მეკარემ მახვილი კუთხიდან გაუშვა ბურთი.

მოსკოვი. "RZD არენა". 26 892 მაყურებელი
ლოკომოტივი - ცსკა 1:1
გოლები: 1:0 ჰიოვედესი (13), 1:1 ჩალოვი (40)

"ლოკო" 40 ქულით მეორე ადგილზეა და 24 აპრილს გასვლაზე "როსტოვს" შეხვდება.


ასევე დაგაინტერესებთ