გიორგი ჩაკვეტაძემ "გენტის" ძირითადში 4 თვის შემდეგ პირველად ითამაშა

AutoSharing Option
21 აპრილს, ბელგიის ჩემპიონატის ფინალური ექვსეულის მეხუთე ტურში ქართველების "გენტი" ბრიუსელში "ანდერლეხტს" დაუზავდა - 0:0.

18 დეკემბრის შემდეგ ნახევარმცველი გიორგი ჩაკვეტაძე პირველად დააყენეს სასტარტო შემადგენლობაში და 59-ე წუთზე შეცვალეს, თავდამსხმელი გიორგი ქვილითაია კი 90+2-ე წუთზე შეუშვეს შეცვლაზე.

აღსანიშნავია, რომ "გენტს" პირველ ექვსეულში აქამდე ოთხივე მატჩი წაგებული ჰქონდა და მთელი ყურადღება ბელგიის თასის ფინალზე აქვს გადატანილი, რომელიც 1-ელ მაისს გაიმართება - საკუთარ მოედანზე  "მეხელენს" შეხვდება.

იქამდე კი, "გენტი" 27 აპრილს ჩემპიონატზე ლიდერ "გენკს" უმასპინძლებს.

-chakvetadze.jpg" border="0" alt="alt" title="გიორგი ჩაკვეტაძემ "გენტის" ძირითადში 4 თვის შემდეგ პირველად ითამაშა" style="height: 50px; width: 50px;" />გოგა გახოკიძე: გიორგი ჩაკვეტაძემ კონტრაქტი სექტემბერში გაახანგრძლივა - ვმუშაობთ, გვინდა კარგ გუნდში გადავიდეს
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული